1geo

fb you od

თბილისის სომხური სათვისტომოს შემოწირული თანხა გადაირიცხა მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

EJ

თბილისის მთელი რიგი სომხური არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ჩვენი სირიელი სომეხი ძმებისა და დებისთვის დახმარების აღმოჩენის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის მოწოდებას, მოაწყვეს სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიდან შემოსული თანხა უნდა გამოყენებულიქნეს სირიელი სომხებისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით. საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს ასევე საქართველოში სრ საელჩომ, საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრმა, დავთიანების თოჯინების კულტურის სახლმა, ელეკტრონულმა ჯურნალმა "Armenian Art Hall»ი, „საქართველოს სომხური სათვისტომო“ არასამთავრობო ორგანიზაციამ, „Panarmenian” საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს ფილიალმა, ეპარქიის სულიერმა დასმა, ბიზნესმენებმა, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებმა, თბილისის სომხური სათვისტომოს წევრებმა.

შემოწირული თანხა - 5000 ამერიკული დოლარი, საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევითა და შუამდგომლობით, გადაერიცხა მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინს.

მთავარმა საკათედრო წმიდა ეჯმიაწინმა 200 ათასი აშშ დოლარი უკვე გადაურიცხა სირიელი სომხების დახმარების ფონდს, შემდეგ გამოყო კიდევ 200 ათასი აშშ დოლარი, რომლის პატარა ნაწილს შეადგენს საქართველოს სომხური სათვისტომოს შემოწირულობა.

Siriahayeri ognutyan gumar

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)