1geo

fb you od

სომხეთის რესპუბლიკის დღესასწაულისადმი მიძღვნილი მადლიერების სადღესასწაულო ღონისძიება PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

a-h

28 მაისს, სომხეთის პირველი რესპუბლიკის გამოცხადების დღესასწაულისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებები ჩატარდა საქართველოში სომეხთა ეპარქიის სამცხე- ჯავახეთის, ბათუმის ეკლესიებში. თბილისის ეკლესიაში სურბ ეჯმიაწინ საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძრვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით შესრულდა საზეიმო მადლიერების ღონისძიება,

რომელსაც ესწრებოდნენ ეკლესიის სასულიერო დასი და „ჰაიარტუნ“ცენტრის თანამშრომლები, საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები, მშობლები, მორწმუნენი. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი ლევონ თორგომიანი.

საზეიმო ცერემონიის დასასრულს ეპარქიის წინამძღვარმა მიმართა დამსწრეებს, მოულოცა დღესასწაული და აღნიშნა, რომ ეს ლამაზი დღესასწაული განსაკუთრებით ახლოსაა საქართველოს სომეხთათვის, ვინაიდან სომხეთის რესპუბლიკის დეკლარაციას ხელი მოეწერა დედაქალაქ თბილისში.

წინამძღვარმა გაიხსენა სარდარაპატის, ბაშ-აპარანის, ჯავახეთის სათხას გმირული ბრძოლები, პატივი მიაგო დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას და სომხეთის რესპუბლიკის გამოცხადებას უწოდა ჩვენი ხალხის თავისუფლად და დამოუკიდებლად ცხოვრების ნების გამოვლინება, რომელიც აღსრულდა საუკუნოვანი ბრძოლით და ათასობით დაღუპული ჯარისკაცის სისხლის ფასად.

ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ლოცვა აღავლინა სომხეთის რესპუბლიკის, არცახის, მსოფლიოში გაფანტულ სომეხთა კეთილდღეობის, მშვიდობის შენარჩუნების, სომხურ-ქართული მეგობრობის გაღრმავების ვედრებით.