1geo

fb you od

წმინდა ქალწულთა ხსოვნის საღამო საქართველოში სომეხთა ეპარქიის “ჰაიარტუნ” კულტურის ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

G-H

25 მაისს საქართველოში სომეხთა ეპარქიის “ჰაიარტუნ” ცენტრში გაიმართა სომეხ წმიდანთა და წმიდანის ყოფით ნაცხოვრთა - ჰრიფსიმეანთ და გაიანეანთ წმინდა ქალწულთა და წმინდა შუშანიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ინიციატორი იყო საქართველოს სომეხ ქალთა კავშირი “შუშანიკ”, საქართველოში სომეხთა ეპარქიის “ჰაიარტუნ” კულტურის ცენტრის მხარდაჭერით.

ლოცვის შემდეგ, ღონისძიება გახსნა საქართველოს სომეხ ქალთა “შუშანიკ” კავშირის თავმჯდომარემ სუსანა ხაჩატრიანმა, მოულოცა დარბაზში მყოფ ყველა შუშანიკს, გაიანესა და რიფსიმეს მათი დღეობა და დასძინა, რომ კავშირმა ვალდებულად ჩათვალა აღენიშნა წმიდა ქალწულთა ხსოვნის დღე, რომელთა საქციელი და ერთგულება ქრისტიანული რწმენის, ერისა და ოჯახისადმი ერთგულების თვალნათელი მაგალითია სომეხი ქალისათვის.

შემდეგ ღონისძიებაზე მყოფმა სულიერმა მამებმა - სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა სამველ თოროსიანმა, მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა და სურბ გევორგ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა ნარეკ ღუშჩიანმა დაწვრილებით ისაუბრეს წმიდა ქალწულთა რიფსიმესა და გაინაეს და წმიდა შუშანიკის საქციელისა და წამების შესახებ, ამით განაზოგადეს ქალის როლი რწმენისადმი, ერისა და ოჯახისადმი ერთგულებაში, მოუწოდეს წმიდანების მაგალითით ცხოვრებისა და მოქმედებისკებ.

თავის მხრივ, საქართველოს სომეხ ქალთა “შუშანიკ” კავშირის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ვარდან მამიკონიანის ქალიშვილის – შუშანიკის წინააღმდეგობას აღმსარებლობაშეცვლილი მეუღლის – ვარსქენ პიტიახშის სასტიკი მოპყრობისადმი. სწორედ ამიტომ უწოდეს საქართველოს სომეხ ქალთა კავშირს შუშანიკის სახელი - როგორც ღვთისმოსავი სომეხი ქალის გმირობის მაგალითი საქართველოში. ქალბატონმა სუსანამ მოკლედ წარადგინა ორგანიზაციის მოღვაწეობის მიმართულებები და მიზნები, განსაკუთრებით გამოყო სარწმუნოების, ერისა და სამშობლოსადმი ერთგულება, ხალხური ტრადიციების შენარჩუნება, ახალგაზრდა თაობის სწორად აღზრდა.

წმიდანების ხსოვნის საღამო დაამშვენა ლუიზა ვარდანოვას ხელმძღვანელობით სურბ გევორგ ეკლესიის მგალობელთა გუნდისა და პიანისტი Kკარენ მირზოიანის მონაწილეობამ.