1geo

fb you od

მშვიდობიანი მსვლელობა და სანთლების დანთება თბილისის „სურბ ნშან“ ეკლესიასთან PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

201811032018 წლის 3 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების და „ჰაიარტუნ“ ცენტრის A2ორგანიზებით, მორწმუნეთა ჯგუფმა ღირსი მღვდლის კირაკოს სიმონიანისა და დიაკვნების წინამძღოლობით მსვლელობა მოაწყო თბილისის „სურბ ნშან“  („სურბ ნიკოღაიოს“) უმოქმედო ეკლესიისკენ, რომელიც 1624 წელს დაარსდა, დღესდღეობით შემორჩენილია, თუმცა ავარიულ მდგომარეობაშია.
მშვიდობიანი მსვლელობის მიზანი ხელისუფლებისათვის სომხური სიწმინდეების დაცვისათვის სომეხ მორწმუნეთა შეუდრეკელი ნებისყოფის შეხსენება და ამ სიწმინდეებიდან სომხური კვალის  წაშლის- გაქრობის 20181103 132550რაიმე ქმედების აღკვეთა იყო.
დახურულ ეკლესიასთან დამსწრეებს სულიერმა მამამ და ეპარქიის პრესსამსახურის პასუხისმგებელმა მიმართეს. უკანასკნელებმა კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე ეკლესიის ამჟამინდელი მდგომარეობა წარმოადგინეს, ისაუბრეს ავარიულ ეკლესიასთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სამუშაოების განხორციელების დაუშვებლობაზე.
სანთლების დანთების, ლოცვის აღვლენის და საგალობლების შესრულების შემდეგ მშვიდობიანი მსვლელობის20181103 133424 მონაწილეებმა დაასრულეს თავიანთი მოქმედება, სინანულის გამოთქვეს რა სომხური ისტორიული ეკლესიის მსგავსი უნუგეშო მდგომარეობის გამო.
მე-17 საუკუნეში აგებული ტიფლისის „სურბ ნშან“  („სურბ ნიკოღაიოს“) ეკლესიას ერთიანი ხუროთმოძღვრული სახე ჰქონდა. მე-19 საუკუნის პირველი ნახევრიდან ეკლესიასთან გაიხსნა ვაჟთა და ქალთა, ისევე როგორც მნათეთა სკოლები.
საბჭოთა პერიოდში, თბილისის რიგ ეკლესიებთან ერთად დაილუქა და დაიხურა ასევე „სურბ ნშან“ ეკლესიაც. 1930 წ. ეკლესია კვლავ ეპარქიას დაუბრუნდა, თუმცა 1931 წლის 3 მარტს კვლავ დაიხურა. ეკლესიის შენობა ადაპტირებული იყო და სხვადასხვა მიზნებს ემსახურებოდა.  
20181103 134810„სურბ ნშან“ ეკლესიას დიდი ზიანი მიაყენა ასევე რამდენჯერმე მომხდარმა ხანძარმა. 2002 წლის ხანძრამდე, სხვადასხვა მიზნით ექსპლუატაციის გამო ეკლესია მუდმივად დაკეტილი იყო. ხანძრის შემდეგ ეკლესიის ავარიულობის ფაქტორი საგრძნობლად გაიზარდა. წყლის დამაზიანებელი ზემოქმედებით სამლოცველო დარბაზის ცენტრალურ ნაწილში და ჩრდილოეთ შესასვლელის ზედაპირზე არსებული მასა ჩაწვა. თითქმის სრულიად განადგურდა ასევე ეკლესიის ფრესკები.
„სურბ ნშან“ ეკლესიას ჰქონდა ასევე სასაფლაო. 1970-იან წლებში ჩრდილოეთ ნაწილში არსებული საფლავის ქვების დიდი ნაწილი მოასფალტდა. შესამჩნევი იყო მხოლოდ მცირე რაოდენობა იმ საფლავის ქვებისა, რომლის მოასფალტებაც ოდნავი სიმაღლის გამო შეუძლებელი იყო.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მუდმივი პრეტენზიის გამო , „სურბ ნშან“ ეკლესია, სომეხთა თემს დღემდე არ უბრუნდება. ეკლესია დღესდღეობით შემორჩენილია, თუმცა ავარიულ და უნუგეშო მდგომარეობაშია.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)