სრ დიასპორის სამინისტრო 2018 წლის 10-24 აგვისტოს განახორციელა „ქაილ დეპი ტუნ“ („ნაბიჯი სახლისაკენ“) სასწავლო, გაცნობით პროექტი, რომელიც დაგეგმილი იყო სომხეთის საზღვრებს გარეთ მცხოვრები 13-21 წლის მოზარდებსა და ახალგაზრდებისათვის. მსოფლიოს 26 ქვეყნის სომეხთა სათვისტომოებიდან პროექტში მონაწილეობა მიიღო 400-ზე მეტმა სომეხმა. ეს უპრეცენდენტო შემთხვევა იყო, როდესაც დიასპორის სამინისტრო ერთდროულად, ერთსა და იმავე პროექტში მიიღო ამდენი ახალგაზრდა. სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდთა საკითხების დეპარტამენტი (ხელმძღვანელი ვალერი ბადალიანი) ტრადიციის თანახმად, სრული აქტიურობით მონაწილეობა მიიღო სრ დიასპორის სამინისტროს ახალგაზრდებისათვის განკუთვნილ ამ პროექტში. 101 ახალგაზრდა (ახალქალაქიდან, ნინოწმინდიდან, წალკის, მარნეულისა და ბოლნისის რაიონებიდან, რუსთავისა და თბილისიდან) პროექტის მონაწილე გახდა. დროულად და სწორად განხორციელებული მოსამზადებელი და საორგანიზაციო სამუშაოებების შედეგად, სომეხთა ეპარქიის წარმომადგენელი ჯგუფები გამოირჩეოდნენ მაღალი მოწესრიგებულობით, საკუთარი კულტურის ინფორმირებულობითა და სამაგალითო ქცევით. მონაწილეების ჩართვა ამ პროექტში განხორციელდა სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით, სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდთა საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვალერი ბადალიანის, ახალგაზრდული პროგრამების კოორდინატორი ნინა სერაპოვას, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის წარმომადგენელი არმენუჰი პეტროსიანის, ნინოწმინდის „რაფაელ-ჯავახ“ ცენტრის ხელმძღვანელი ჟორა სნხჩიანის უშუალო ზედამხედველობით, მონაწილეებსა და მათ მშობლებთან ჩატარებული შეხვედრებებით. ორგანიზატორები მონაწილეებთან ერთად მიემგზავრნენ ერევანში და პროექტის დასრულების შემდეგ მათ ჩამოიყვანეს თავიანთ რაიონებსა და ქალაქებში. საქართველოდან წასულ 13-21 წლის ახალგაზრდებს ორი კვირა უმასპინძლეს სომხეთში მცხოვრები ოჯახები და, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს წაღკაძორში, პროექტის ფარგლებში შექმნილ ბანაკში. პროექტში ნაჩვენები მაღალი მოწესრიგებულობისათვის და ჯგუფის სამაგალითო ქცევისათვის მაღალი შეფასება მიიღეს საქართველოს ჯგუფების პასუხისმგებლები ნიკა კაზარიანი,როზიტა ჰამბარიანი და რომა ვარდანიანი. დიასპორის სამინისტროს მიერ ორგანიზებული პროექტის მონაწილეთა შორის იყო ლარისა ღარლსიანი, რომელიც ორი კვირა ცხოვრობდა სრ პრემიერ მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის სახლში. იგი სამი წელიწადი ისწავლა და დაამთავრა სომეხთა ეპარქიის ნინოწმინდის „რაფაელ-ჯავახ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრი. პროექტის მონაწილეები დაბრუნდნენ დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით და უამრავი ახალი შეძენილი მეგობრებით და, თან, წამოიღეს კარგი მოგონებები სომხეთში გატარებული დღეებიდან. სომეხთა ეპარქია დიდ მადლობას უხდის სრ დიასპორის სამინისტროს ყველა თანამშრომელს, მოზარდებისა და ახალგაზრდების პროექტში მონაწილეობის მიღებისათვის. სამშობლოს მიერ ახალგაზრდებისათვის გამოჩენილი ასეთი სითბო და სიყვარული, გაცნობა სომხეთის ისტორიას, დაახლოება საკუთარ კულტურას, სამოქალაქო ცხოვრებას, ოჯახურ ტრადიციებს და ახალი შეძენილი მეგობრები ახალგაზრდებში პატროტობისა და ერის მიმათ სიყვარულის ახალი ტალღა გამოიწვია.
|