სიახლეები
|
2018 წლის პირველი ივლისიდან საქართველოს სომეხთა ეპარქიაში სულიერ მსახურბას განახორციელებენ გევორგიან სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულები, დიაკვნები ეღიშე ჰარუთუნიანი და არტაკ ანტონიანი. თბილისში დაბადებულმა ორმა ახალგაზრდამ თავი მიუძღვნა სულიერ მსახურებას, ჯერ კიდევ 26 დეკემბერს წმინდა სტეფანე პირველმოწამის დღესასწაულზე მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს მუშეღ ბაბაიანის მიერ ხელდასხმულ იქნენ დიაკვნად. რამდენიმე თვის შემდეგ, გევორგიანის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ ახლად დაწესებულმა დიაკვნებმა მიიღეს სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესის და უნეტარესის გარეგინ მეორის კურთხევა და მსახურებაში დაინიშნნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიაში. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღვრული განკარგულებით დიაკვანი არტაკ ანტონიანი მსახუებაში დაინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის "სურბ გევორგ" საკათედრო ეკლესიაში, დიაკვანი ეღიშე ჰარუთუნიანი თავის სადიაკვნო მსახურებას შეასრულებს ავლაბრის "სურბ ეჯმიაწინ" ეკლესიაში. ახლად დაწესებულ დიაკვნებს კარგად აქვთ გააზრებული, რომ სასულიერო ხარისხის ყოველ ახალ საფეხურზე მათ მოეთხოვებათ მეტი თავგანწირვა, ვალდებულება და მსხვერპლის გაღება, სიყვარულით და ერთგულებით მსახურებაში ჩართვა. მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის კონგრეგაციაში მსახურობს 140 დიაკვანი - მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის სხვადასხვა სტრუქტურასა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე ეპარქიებში.
|