1geo

fb you od

მომლოცველობა სომეხთა ეკლესიის 9 წმინდა ადგილებისკენ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 27-29 ივლისს, საქართველოს სომეხ ქალთა "შუშანიკ" კავშირის  ინიციატივით მოეწყო თბილისიელ მორწმუნეთა  მომლოცველობა არცახის და სომხეთის წმინდა ადგილებისკენ. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით და კეთილი სურვილებით 30-მდე მომლოცველი, 1 1ზემოაღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარის, სუსანა ხაჩატრიანის და „სურბ გევორგ“  საკათედრო ტაძრის  სულიერი მოძღვრის თანაშემწის, ღირსი მღვდლის კირაკოს სიმონიანის  წინამძღოლობით, ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიიდან გაემგზავრნენ არცახის წმინდა ადგილებისკენ. შესამჩნევი იყო ჯგუფის წევრების ასაკობრივი განსხვავება - ჩართულნი იყვნენ როგორც ახალგაზრდები, ასევე საშუალო ასაკის და უფროსი თაობის წარმომადგენლები, ვინც წლების მანძილზე ოცნებობდა ჩასულიყო არცახში და ქედი მოეხარა გმირი ხალხის წინაშე.  ყველა მაღალ განწყობაზე იყო, მომლოცველობისა და სასულიერო რიტუალებისთვის მზად.
1 2მომლოცველთა პირველი გაჩერება სევანის ვაზგენავანის სასწავლებელი იყო, სადაც ხანმოკლე შესვენების შემდეგ ჯგუფმა განაგრძო გზა.
მომლოცველობის პირველი დღე დასრულდა დადივანქის სამონასტრო კომპლექსში ვიზიტით, სადაც მათ დახვდა და მიესალმა მონაზონი მამა ჰოვანეს ჰოვანისიანი. მამა ჰოვანესმა წარმოადგინა დადივანქის ისტორია, ისაუბრა აღდგენით სამუშაოებზე, რომლებიც ტარდება აქ. 1 3მომლოცველებმა დაათვალიერეს კომპლექსი, სანთლები დაანთეს და ლოცვა აღავლინეს.  
მომლოცველთა მარშრუტში  ასევე შედიოდა  X საუკუნეში აგებული უძველესი სომხური  განძასარის მონასტერი. თავისი არსებობის განმავლობაში ის იყო სასულიერო ცენტრი, შემდეგ - კათოლიკოსის რეზიდენცია, ამჟამად აგრძელებს თავის მისიას და არის პირველი ქრისტიანი ქვეყნის სასულიერო ცხოვრების მდიდარი ტრადიციების და რწმენის ერთგულების ღვთის სახლი.  მომლოცველებმა ლოცვა აღავლინეს სომხეთის, არცახის და საქართველოს მშვიდობის, გაძლიერების და აყვავებისთვის.   
1 4შემდეგი, IV საუკუნის რელიგიური ძეგლი, გრიგოლ განმანათლებლის დაარსებული ამარასის მონასტერი იყო, სადაც დაკრძალულია განმანათლებლის შვილიშვილო - ეპისკოპოსი გრიგორისი.   
მომლოცველები ასევე იყვნენ  შუშის  „ღაზანჩეცოც სურბ ამენაფრკიჩ“ ეკლესიაში, სანთლები დაანთეს მწვანე ანუ „სურბ ჰოვანეს მკრტიჩ“ ეკლესიაში. აქ მომლოცველებმა მონაწილეობა მიიღეს შაბათი საღამოს ღვთისმსახურებაში, რომელიც აღავლინა ღირსმა მღვდელმა კირაკოსმა.  
თბილისელ მორწმუნეთა ოცნება იყო, რომ ეხილათ  IX საუკუნის ისტორიული ძეგლი სომხური არქიტექტურის უნიკალური ნიმუში, შუა 1 5საუკუნეების სომხეთის უდიდესი უნივერსიტეტი ტათევის მონასტერში. მორწმუნეები დაესწრნენ დილის ღვთისმსახურებას, შემდეგ - საღმრთო ლიტურგიას, რომელიც აღავლინა მღვდელმა კირაკოს სიმონიანმა.    
სულიერთან შეხების და ახალი მუხტის მიღების სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ მომლოცველები არ დაკმაყოფილდნენ მხოლოდ ისტორიული უძველესი ტაძრებით, ეწვივნენ სულ თვე ნახევრის წინ ნაკურთხ არცახის სოფელ ჭარტარის „სურბ ვარდან“ ეკლესიას, დატკბნენ ახლად აშენებული ტაძრის სილამაზით და ადგილობრივ  სულიერ  მოძღვართან მღვდელ სეროვბე პატვაკანიანთან ერთად ლოცვა აღავლინეს.     
1 6მომლოცველობა დასრულდა ნორავანქში, სადაც მღვდელმონაზონ ზარეჰ დაბაღიანის ხელმძღვანელობით მშვიდობისა და კეთილი დაბრუნების ლოცვა აღავლინეს. ყველა ცხრა წმინდა ადგილში მომლოცველებმა ლოცვა აღავლინეს მსოფლიოში მშვიდობის, ქვეყნების პროგრესის და ოჯახების სიმყარის და წარმატებისთვის.   
საქართველოს სომეხთა ეპარქიის მომლოცველები ღრმა მადლიერებას გამოუხატავენ არცახის ეპარქიის წინამძღვარს, არქიეპისკოპოს პარგევ მარტიროსიანს, ტათევის სამონასტრო კომლექსის სულიერ მოძღვარს, მღვდელმონაზონ მიქაელ გევორგიანს, დიაკვნებს სამველ მკრტჩიანს, ჰარუთიუნ ქეშიშიანს და ნვერ აბგარიანს, თბილისელი მომლოცველების მიღებისა და მხარდაჭერისთვის.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)