1geo

fb you od

ერევნის ჰოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმის დირექცია სტუმრობდა თბილისში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 7 ივნისს, სამდღიანი სამუშაო ვიზიტით თბილისში ჩამოვიდა ერევნის ჰოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმის დელეგაცია, დირექტორის, ნარინე თუხიკიანის, ხელმძღვანელობით. ვიზიტის  მიზანი იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის   "ჰოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო, კულტურულ     ცენტრთან თანამშრომლობით იმ პროგრამების დასახვა, რომ უნდა განხორციელდეს სრულიად სომეხთა პოეტის  დაბადების     150 წლისთავის აღსანიშნავად.
მივლინების  სამი დღის განმავლობაში დელეგაციის წევრებმა,   რომელთა შორის იყვნენ  დირექტორის მოადგილე  ანი ეღიაზარიანი, სასწავლო პროგრამების პასუხისმგებელი მარია ადამიანი და განყოფილების თანამშრომელი ანაჰიტ სტეფანიანი, გამართეს სხვადასხვა შეხვედრა, ეწვივნენ სომხურ სტრუქტურებს, IMG 5920თბილისელ სომხებს გააცნეს დიდი სომეხი პოეტის ჰოვანეს თუმანიანის დიდებული იუბილეს დიდი პომპეზობით და მთელი ერით აღნიშვნის     პატივსადები მიზანი.   
დედა სამშობლოდან ჩამოსულ  სტუმრებს ჰქონდათ ვრცელი შეხვედრები, რომლებმაც მოიცვეს თბილისის სომხური სათვისტომოს ყველა თაობა. მიიღეს რა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა,    მუზეუმის თანამშრომლებმა IMG 5948დაიწყეს ვიზიტის მიზნების განხორციელება. სტუმრებმა სიხარულით აღნიშნეს ერევანში მოქმედი ჰოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმის მსგავსად ჩამოყალიბებული თბილისის ცენტრის, „ჰოვანეს თუმანის სახლის“ არსებობა, თუმცა ხაზი გაუსვეს ერთ განსხვავებას. ამ სახლში პირადად დადიოდა და თავის უკვდავ ნაწარმოებებს ქმნიდა დიდი პოეტი. სრულიად სომეხთა პოეტის თბილისის ყოფილი სახლ-ცენტრის ხელმძრვანელმა და დედა სამშობლოდან ჩამოსულმა სტუმრებმა დასახეს ღონისძიებათა ის პროგრამები, რაც უნდა განხორციელდეს საქართველოში, კერძოდ, თბილისში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა და დასვენებულია დიდი სახალხო პოეტი.IMG 5957
სახლ-მუზეუმის დელეგაციის ვიზიტის ერთ-ერთი პუნქტი მნიშნელოვანი   სამუშაო შეხვედრა იყო, რომელიც გაიმართა მუზეუმის დირექციასა და საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე მაყვალა გონაშვილს, პოეტ-მთარგმნელ გივი შაჰნაზარს, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კულტურის განყოფილების დირექტორ ლევონ ჩიდილიანს და ცენტრის ხელმძღვანელ გისანე ჰოვსეფიანს შორის. მხარეებმა განიხილეს ის საგამომცემლო პროგრამები, რომელთა ფარგლებში უნდა განხორციელდეს თუმანიანის შრომების ქართული თარგმანების გამოცემა, ასევე სომეხ  და ქართველ  შემოქმედთა სხვა ნაწარმოებათა გამოცემა.  
IMG 5985ვიზიტის პირველივე დღეს  გამართულ ღონისძიებას, რომელიც გაიმართა "ჰოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო-კულტურულ ცენტრში, ესწრებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   1+ 4    საგანმანათლებლო პროგრამა გავლილი,  ამჟამად მულტილინგვური განათლების სპეციალობის სტუდენტები, ლექტორ   ზოია მხითარიანის ხელმძღვანელობით, ასევე თბილისის სომხური სკოლების უფროსი კლასების მოსწავლეები. შეხვედრის დროს ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი ჰოვანეს თუმანიანის ცხოვრებაზე. ფილმა ნათელი მოჰფინა სახალხო პოეტის IMG 6013ცხოვრების ზოგიერთ ეპიზოდს. თუმანიანის სახლ-მუზეუმის დირექტორმა ისაუბრა პოეტის იუბილესადმი მიძღვნილ ოლიმპიადაზე, რომელიც ჩატარდება არა მხოლოდ სომხეთში, ასევე დიასპორის ყველა სომხურ სტრუქტურაში, დამსწრეებს მოუწოდა მსოფლიო მასშტაბის გასამართ  ამ  ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღებისკენ.   
თუმანიანის სახლ-მუზეუმის თანამშრომლები ეწვივნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის  „ჰაიარტუნ“ ცენტრს,    ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღში  სტუმრებმა თუმანიანის მოთხრობების, იგავ-არაკების და ლეგენდების მოტივებით ჩაატარეს სხვადასხვა თამაშები, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს საბავშვო ბაღის ორივე ჯგუფის აღსაზრდელებმა. დედა სამშობლოდან ჩამოსული განათლების დარგის სპეციალისტები გაკვირვებულნი იყვნენ ბავშვების ღრმა ცოდნით, რაც მათ IMG 6028ჰქონდათ თუმანიანის ზღაპრებზე და ასევე მათი თხრობის უნარით, მაღალი შეფასება მიეცა საბავშვო ბაღის მასწავლებელთა ძალისხმევას.   სომხური ენის სწავლების ერთდღიანი   სკოლის მოსწავლეები დიდი ინტერესით და აქტიურად ჩაერთნენ თუმანიანის მიერ   ჯერ კიდევ 1915 წელს შემქნილი გამონათქვამების თემაზე ლოტო-თამაშში. ერთდღიანი სკოლის მასწავლებელმა და მოსწავლეებმაც  სტუმრების მაღალი შეფასება დაიმსახურეს.   
აღსანიშნავია, რომ ერევნის თუმანიანის სახელობის სახლ-მუზეუმის თანამშრომლები ასევე შეხვდნენ  იმ დღეს თბილისის ცენტრში სტუმრად მყოფ თბილისელ სომეხ ქალბატონებს. ცენტრის თოჯინების თეატრის ხელმძღვანელი, არმენ ჰოვანისიანი, მსახიობი აშოტ სიმონიანი  ყვებოდნენ საინტერესო ისტორიებს და მოგონებებს. სასიამოვნო სიურპრიზის სახით სტუმრებს მიაწოდეს პატარა პერგამენტები, თუმანიანის ფილოსოფიური შინაარსის ტაეპებით, ნაწყვეტებით პოეტის შემოქმედებიდან.  დამსწრეები დაინტერესდნენ დიდი პოეტის 150 წლის იუბილეს მთელი ერით და სათანადო დონეზე აღნიშვნის მნიშვნელობით.
დელეგაცია თანამშრომლობის, საიუბილეო ღონისძიებების პროგრამების მონახაზები დაბრუნდა სამშობლოში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)