სამცხე-ჯავახეთში საზეიმოდ აღინიშნა სურბ სარგისის დღესასწაული |
სიახლეები |
სურბ სარგის მხედართმთავრის, მისი ვაჟის მარტიროსის და 14 ჯარისკაცის ხსენების დღე საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთის საერთო ეპარქიალურ ვიკარიატში. ყველგან ჩატარდა წინასადღესასწაულო ცერემონია, საღმრთო ლიტურგია, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორის განკარგულებით გამოცხადებული ახალგაზრდების კურთხევის რიტუალით. 2018 წლის 26 იანვარს ახალგაზრდების სურვილების აღმსრულებელი და მფარველი სურბ სარგის მხედართმთავრის სადღესასწაულო რიტუალზე, ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის ახალგაზრდები, ახალქალაქის და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვრის, ღირსი მღვდლის, ტათევ მარუქიანის თანხლებით, მხედარი წინამძღოლის თაოსნობით, დაიძრნენ ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიისკენ, სადაც შესრულდა საზეიმო ღვთისმსახურება, მამა ტათევმა იქადაგა, განმარტა დღის საიდუმლო, ეკლესიაში შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა. ღვთისმსახურების დასასრულს შესრულდა ახალგაზრდების კურთხევის წესი და დარიგდა მარილიანი კვერები. გვიან ღამემდე არ წყდებოდა მომლოცველთა სვლა ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიისკენ. დილით სურბ სარგისის დღესასწაულის დღეს, ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიის მწიგნობრები, ეკლესიასთან მოქმედი საკვირაო სკოლის აღსაზრდელები, მორწმუნე მომლოცველთა ჯგუფი, მღვდელ ტათევ მარუქიანის თანხლებით, სურბ სარგისის ხატით და ბაირაღებით, საგალობლების შესრულებით დაიძრნენ დილისკის “სურბ სარგის“ ეკლესიისკენ, სადაც მათ დახვდათ დილისკის და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვარი ღირსი მღვდელი ტიგრან მხითარიანი. მომლოცელთა პროცესია შეუერთდა საღმრთო ლიტურგიას. 27 იანვარს, სურბ სარგისის დღესასწაული უპრეცედენტო იყო წმინდანის სახელობის დილისკის ეკლესიაში. სამწყემსო ვიზიტით იქ იმყოფებოდა და საზეიმო საღმრთო ლიტურგია აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ჰენზელ მკოიანი, ახალქალაქის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, ნინოწმინდის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე სმბატ კიურეღიანი, მერები ანივარდ მოსიანი, იურიკ უნანიანი, სხვა თანამდებობის პირები, სტუმრები და მომლოცველები ჯავახეთის ყველა სოფლიდან. საღმრთო ლიტურგიის დროს მეუფე ვაზგენმა ისაუბრა სურბ სარგის მხედართმთავრის და მისი თანამებრძოლების ქრისტიანული რწმენისთვის წამების ისტორიაზე, დღესასწაულის საიდუმლოზე, სრულიად სომეხთა კათოლიკოსის კეთილი სურვილები გადასცა ახალგაზრდებს, მიულოცა მათ და შეასრულა ახალგაზრდების კურთხევის წესი. წირვის შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა აკურთხა წმინდა თადეოზ მოციქულის ხატი, აკურთხა და დააფასა ქველმოქმედები, ეკლსიისადმი ერთგული საქმიანობისთვის. სურბ სარგის მხედართმთავრის ხსენების დღესასწაული სათანადოდ აღინიშნა ასევე ეპარქიის სხვა ეკლესიებში. დღესასწაულის დღეს ხალხმრავლობა იყო ასევე ნინოწმინდის "სურბ სარგის“ ეკლესიაში. საზეიმო ღვთისმსახურების შემდეგ, ახალგაზრდებით სავსე ეკლესიაში ღირსმა მღვდელმა არმაშ პოღოსიანმა მიულოცა ყველა სარგისს და მარტიროსს, შეასრულა ახალგაზრდების კურთხევის წესი და ხალხური ტრადიციის დაცვით დაარიგა რაფაელ ჯავახ ცენტრის აღსაზრდელთა დამზადებული და ლამაზად გაფორმებული მარილიანი კვერები. ახალციხის და მიმდებარე სოფლების მრევლი სურბ სარგის მხედართმთავრის წინასადღესასწაულო ცერემონიასა და სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიაში მონაწილეობა მიიღეს სოფელ საზელის წმინდანის სახელობის ეკლესიაში. საღამოს ღვთისმსახურების დროს ღირსმა მღვდელმა თორგომ ვარდანიანმა განმარტა დღესასწაულის საიდუმლო, ისაუბრა ასევე ახალგაზრდობის მფარველობის შესახებ ისტორიებზე და მათ დაურიგა მარილიანი კვერები. მომდევნო დღეს, საღმრთო ლიტურგია აღავლინა მღვდელმონაზონმა ჰაკობ საჰაკიანმა. საღმრთო ლიტურგიის დასასრულს შესრულდა ახალგაზრდების კურთხევის წესი. |