1geo

fb you od

ახალი წლის ზეიმი საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღში ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12017 წლის 21 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის საახალწლო და საშობაო ზეიმი.

დარბაზში ამაყად იყო აღმართული ნაირგვარი სათამაშოებით და ფანტელებით მორთული ნაძვის ხე, მოპირდაპირე კედლის წარწერა -1 „ოსტატი ფისო“, დამსწრეებს კარნახობდა, რომ, მათ ელოდათ ბავშვების მომზადებული სიურპრიზი. დარბაზის ცენტრში ადგილები ეკავათ პედაგოგების ფანტაზიით და მშობლების მხარდაჭერით ლამაზად გამოწყობილ პატარებს, ზოგი ტყის მცხოვრებელს, ზოგი ანგელოზს, ზოგი კი - ზღაპრების და ლეგენდების გმირებს განასახიერებდა.

ენთუზიაზმით სავსე ბავშვები ელოდნენ ახალ წელს და თოვლის ბაბუას, რომელიც აუცილებლად უნდა მოსულიყო, ოღონდ მათი გამოსვლების შემდეგ. ისინი ძალიან კარგად იყვნენ მომზადებულნი და უნდოდათ, რომ, როგორც პედაგოგები, ასევე დარბაზში მყოფი მშობლები, ბებიები და ბაბუები, სტუმრები, და რაც მთავარია, თოვლის ბაბუა, 2აუცილებლად კმაყოფილი დარჩენილიყვნენ.

დარბაზში ადგილები ეკავათ საპატიო სტუმრებს, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რუბენ სადოიანს, მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, საელჩოს დიპლომატებს.

ღონისძიებას თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.

ზეიმი დაიწყო საუფლო ლოცვით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის კურთხევით.3

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით, საახალწლო და საშობაო კეთილი სურვილებით გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორმა, საბავშვო ბაღის გამგემ ევგენია მარკოსიანმა, შემდეგ ბავშვებს დაუთმო ადგილი. მათ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, აჩვენეს ახალი წლისა და შობისადმი მიძღვნილი უნარ-ჩვევები, რაც მათ ასწავლეს პატივცემულმა მასწავლებლებმა.

შემდეგ პატარებმა დიდი ოსტატობით წარმოადგინეს ოვანეს თუმანიანის ლეგენდა "ძაღლი 4და კატა", ახალი პერსონაჟებით და ახლებური ინტერპრეტაციით, სიკეთისა და სამართლიანობის გამარჯვებით. განსაკუთრებული იყო ბავშვების სამსახიობო ოსტატობა, პერსონაჟთათვის დამახასიათებელი ტანსაცმელი და არტისტული მოძრაობები, რამაც მათი სიტყვა და თამაში გახადეს ლამაზი, სრული, ზეიმი კი - სრულყოფილი, რაც დირექტორის, ევგენია მარკოსიანის, ხელმძღვანელობით, მათი მასწავლებლების - მეტაქსია ღაზარიანის, ანი ზეინალიანის, მარი აბულიანის, სურენ აბრამიანის, ივანე მკრჩიანის ძალისხმევის წყალობით მოხდა.

საახალწლო ზეიმის შესახებ დამსწრეებს შთაბეჭდილებები გაუზიარა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუბენ სადოიანმა. 5ბატონმა ელჩმა მაღალი შეფასება მისცა საბავშვო ბაღის მასწავლებლების სამუშაოს, ზეიმის ასე ლამაზად ორგანიზების და ბავშვებში ლამაზი განწყობის შექმნისთვის, მადლიერების სიტყვა თქვა საქართველოს სომეხთა ეპარქიის საქმიანობის მიმართ, რაც სათვისტომოს ცხოვრებას მრავალფეროვანს, საინტერესოს და მეტად კონსოლიდირებულს ხდის, ასევე გამოთქვა საქართველოს სომხური სათვისტომოს საქმიანობის მხარდაჭერის მზადყოფნა საელჩოს მხრიდან.

ღონისძიების დასასრულს დაფასებისა და კურთხევის სიტყვაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ისაუბრა „ჰაიარტუნ“ ცენტრის, კერძოდ აქ მოქმედი „სურბ მოვსეს ხორენაცი“ 6საბავშვო ბაღის საქმიანობაზე, რომელიც ყოველ ჯერზე წარდგება ახალი სილამაზით და გაფორმებით. წინამძღვარმა დაფასების სიტყვით მიმართა საბავშვო ბაღის მასწავლებლებს, ყველა თანამშრომელს, მათი ერთგულებისთვის. მეუფემ მადლიერების სიტყვა თქვა საქართველოში სომხეთის საელჩოს მისამართით, ელჩის, რუბენ სადოიანის ხელმძღვანელობით, ვისაც საქართველოში ჩამოსვლის პირველი დღიდანვე ყურადღების ცენტრში ჰყავს საქართველოს სომხური სათვისტომოს ცხოვრება. მეუფე ვაზგენმა დამსწრეებს მიულოცა დამდეგი ახალი წელი და შობის ბრწყინვალე დღესასწაული და ყველა მიიწვია შობისა და ნათლისღების ცერემონიებში მონაწილეობის მისაღებად.

ტრადიციისამებრ მოვიდა თოვლის ბაბუა, გამოთქვა კმაყოფილება ბავშვების ლამაზი გამოსვლისთვის, მათ დაურიგა საახალწლო საჩუქრები, რომელიც მომზადებული იყი „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღისა და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)