1geo

fb you od

ლავაში, სომეხი ადამიანის პური არსობისა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12017 წლის 29 ნოემბერს, ახალქალაქის რაიონის გამგეობასთან არსებულ ცენტრში „მომავლის სახლი“ მოეწყო სომხური პურისა და ლავაშისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ღირსი დეკანოზი ეღიშე ჰარუთიუნიანი და ახალქალაქისა და მიმდებარე 1სოფლების სულიერი მოძღვარი ღირსი მღვდელი ტათევ მარუქიანი. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, მერი იურიკ უნანიანი, რაიონის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ხელმძღვანელი ვალერი სტელმაშოვი, სხვა თანამდებობის პირები, მშობლები, სტუმრები და საზოგადოების წარმომადგენლები.

დარბაზი გაფორმებული იყო ღონისძიების შინაარსის შესაბამისად. გამოფენილი იყო 2პურის, კერძოდ ლავაშის, ცხობის ყველა საჭირო ნივთი. ნაციონალურ კოსტუმში გამოწყობილმა ბავშვებმა წარმოადგინეს პურის ცხობის მთელი პროცესი, ცომის მოზელიდან თონეში გამოცხობამდე. ერთდროულად გააჟღერეს გამონათქვამები ჩვენი არსობის პურის შესახებ. ღონისძიებაზე შესრულდა ლავაშისადმი მიძღვნილი ლამაზი ლექსები და სიმღერები.

ღონისძიების დასასრულს, სიტყვით გამოვიდა ღირსი მღვდელი ტათევ მარუქიანი, კმაყოფილება გამოუხატა „მომავალი სახლის“ მთელ პერსონალს და ნიჭიერ 3აღსაზრდელებს, ლამაზი და უნიკალური ღონისძიების ორგანიზებისა და წარდგენისათვის. მამა ტათევმა ყველას შეახსენა, რომ პურის სიწმინდე უმეტესწილად გამოსახულია საეკლესიო წმინდა რიტუალში - წმინდა ზიარების საიდუმლოში, და ყველას მოუწოდა, რომ ყოველთვის დაესწრონ საღმრთო ლიტურგიას.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)