არცახელი ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრების გამოფენა "ჰაიარტუნ" ცენტრში |
სიახლეები |
2017 წელს 26 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიხსნა 7 ახალგაზრდა არცახელი მხატვრის გამოფენა, სახელწოდებით "აღორძინება", რომელიც ინიცირებულია "თექეიან კენტრონ" ფონდის მიერ, ორგანიზაცია "ქალაქ შუშის მუზეუმები" და "ჰაიარტუნ" საგანმანათლებლო, კულტურულ და ახალგაზრდულ ცენტრთან ერთად. დარბაზში გამოფენილი იყო არმინე ავაგიმიანის, გაიანე შუშეცის, დავით ავაგიმიანის, ზარინე ბაბაიანის, მერი მუსაელიანის, მიქაელ დანიელიანის და სამველ თავადიანის ორმოცამდე ზეთის საღებავით შესრულებული ნამუშევარი, რომლებიც გამოხატავენ სიყვარულს, მშვენიერს, შრომას და ქმნილებას, მხატვრების მდიდარი პალიტრის მეშვეობით მშვიდობიანი ცხოვრების და შემოქმედებითი სამუშაოს გამოსახულებებს. გამოფენას დასწრებით პატივი დასდეს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს პირველმა მდივანმა არტურ სარგსიანმა და მრჩეველმა არტაკ გრაბსკიმ. დარბაზში ხალხმრავლობა იყო: ხელოვანები, კულტურის მოღვაწეები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, თბილისის სომხური სათვისტომოს წევრები. გამოფენის გახსნასთან დაკავშირებით თბილისში ჩამოვიდნენ „თექეიან კენტრონ“ ფონდის დირექტორი არმენ წულიკიანი, მხატვარი სამველ თავადიანი. გამოფენა გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა ლევონ ჩიდილიანმა, რომელმაც ისაუბრა გამოფენის მოწყობის მიზანზე - თბილისელი სომხების და არცახელი ახალგაზრდა შემოქმედების გაცნობასა და დაახლოებაზე. გამოფენის სახელწოდება „აღორძინება“ ნამდვილად უსვამს ხაზს საზღვრისპირა არცახის ცხოვრებას - თავიანთ მიწა-წყალზე მცხოვრები, თავიანთი სახლ-კარის, შემოქმედი შრომის ერთგული მოსახლეობის მშვიდობის ოცნებას. „თექეიან კენტრონ“ ფონდის დირექტორმა არმენ წულიკიანმა წარმოადგინა ფონდის მიზანი - 1991 წელს, სომხეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სიძნელეების წინაშე მყოფი სომხური კულტურის, განათლების და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება, ამ იმედის მომცემი თაობისა და მათი ნამუშევრების წარმოჩენა, რომლბშიც აშკარად არის სიყვარული, სილამაზე, მშვიდობა, ესთეტიურობა. არმენ წულიკიანმა გააჟღერა ინიციატივა - თექეიან ცენტრის მხარდაჭერით ერევანში და არცახში თბილისელი სომეხი მხატვრების გამოფენის ორგანიზების თაობაზე. |