1geo

fb you od

შეხვედრა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტთან PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

235164762017 წლის 11 ნოემბერს,  ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა ბათუმის  ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში  მიიღო ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის,   აჭარის, იმერეთისა და გურიის სომეხთა სულიერი მოძღვარი ღირსი მღვდელი არარატ გუმბალიანი.   

შეხვედრამ ჩაიარა  თბილი, ქრისტიანული სიყვარულის ატმოსფეროში.

მეუფე დიმიტრი მიესალმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სულიერ მსახურს, უამბო ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საქმიანობაზე, კერძოდ, ისაუბრა ეკლესიების,    საბავშვო ბაღების, მოხუცთა თავშესაფრების მშენებლობაზე, სოციალური პრობლემების მოგვარების, ხალხის ეკლესიასთან დაახლოების საკითხებზე.

ღირსმა მღვდელმა არარატმა მიტროპოლიტს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის მოკითხვა და ძმური სიყვარული, მიტროპოლიტს უსურვა დღეგრძელობა და ღვთისმოსავი მსახურება.   

მამა არარატმა მიტროპოლიტს წარუდგინა „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის მრევლის, აჭარის  სომხობის საეკლესიო ცხოვრება, ისაუბრა „ალექსანდრ მანთაშიანც“ საგანმანათლებლო, კურტურისა და ახალგაზრდობის ცენტრის საქმიანობაზე, ხაზი გაუსვა საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას - ორი ქრისტიანი ხალხების საუკუნოვანი მეგობრობის გაღრმავებას. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ის ფაქტი, რომ ცენტრში მოქმედი „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელების დღე იწყება ეკლესიაში დილის ღვთისმსახურებაში მონაწილეობით.  

მამა არარატმა მეუფე დიმიტრის ესაუბრა იმის თაობაზე,  რომ ბათუმში არ არის სომხური სკოლა, აქვე დასძინა, რომ   უკვე  მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს, ბათუმში სომხური სკოლის ხელახალი გახსნის საკითხით, სადაც სწავლა-სწავლება საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმით წარიმართება.

მამა არარატმა მადლობა გადაიხადა თბილი მიღებისთვის და მიტროპოლიტ დიმიტრის აჩუქა ხატი, ასევე დაპატიჟა სომხურ ეკლესიაში და ცენტრში ორგანიზებულ დღესასწაულებზე.

მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მაღალი შეფასება მისცა სომეხთა ეკლესიის სასულიერო პირის ვიზიტს    ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის წინამძღვართან, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს გადასცა  მოკითხვა და კეთილი სურვილები, და თავის მხრივ, ადგილობრივი   სომხების სულიერი მოძღვარი მიიწვია ეპარქიაში ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებაზე.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)