1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ჯინიშიანის ფონდის 50 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

a2017 წლის 14 ოქტომბერს ერევანში საზეიმოდ აღინიშნა ჯინიშიანის ფონდის  50 წლისთავი.

საზეიმო ღონისძიებას  ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის   ხელისუფლების  წარმომადგენლები, სტუმრები აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან. საპატიო სტუმრებს შორის იყო  საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი.

ჯინიშიანის ფონდი საქველმოქმედო დაწესებულებაა, რომელიც დაარსდა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1967 წლის 17 მაისს, ვარდან ჯინიშიანის ანდერძის საფუძველზე,  მისი მშობლები ხსოვნის სახელზე. პროგრამამ  ვრცელი და სასიცოცხლო ინიციატივები განახორციელა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ასი ათასობით სომხებისთვის, რომლებიც ცხოვრობდნენ კონფლიქტის, სიღარიბის და არამდგრად პირობებში და აღმოჩნდნენ ძნელ ვითარებაში.     

ღონისძიება გახსნა ჯინიშიანის ხსოვნის პროგრამის აშშ ოფისის დირექტორმა ელზა მინასიანმა. ფონდი საქმიანობს მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში და მისი საქმიანობა მიმართულია სომხების კეთილდღეობისკენ.   1993 წელს ფონდმა საქმიანობა დაიწყო 1სომხეთში, მას შემდეგ ჯინიშიანის ფონდი  მხარდაჭერის პროგრამებს  ახორციელებს სომხეთში, არცახსა და საქართველოში. ბოლო 15 წელიწადში ფონდმა გააფართოვა საქმიანობის ფარგლები და ასევე ახორციელებს პრობლემების აღმოფხვრისკენ მიმართულ პროგრამებს.   

სომხეთის რესპუბლიკის  დიასპორის მინისტრმა ჰრანუშ ჰაკობინამ მისალოც სიტყვაში ხაზი გაუსვა ფონდის საქმიანობას   განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის,  სამოქალაქო საზოგადოების, ეკონომიკურ და სათემო განვითარების სფეროში.  

ფონდს იუბილე მიულოცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, მეუფე ვაზგენმა დაფასების სიტყვა თქვა ჯინიშიანის ფონდის  საქველმოქმედო საქმიანობაზე, რომელიც მიმართულია ერის შვილების კეთილდღეობის, ეროვნული სტრუქტურების განვითარების, ენისა   და კულტურის შენარჩუნებისკენ.  ეპარქიის წინამძღვარმა მადლიერება გამოხატა ფონდის მონაწილეობაზე ოვანეს თუმანიანის სახლის   აღდგენით  სამუშაოებში,   ეპარქიის ეგიდით მოქმედი  (თბილისში - „ჰაიარტუნ“, „ოვანეს თუმანიანის სახლი“,  ბათუმში „ალექსნადრე მანთაშიანც“) ცენტრების  შექმნის, აღდგენის და საქმიანობის მხარდაჭერის  მრავალ სხვა პროგრამების განხორციელებისთვის,  ჯავახეთში სულიერისა და ეროვნულის შენარჩუნების მიმართულებით ჩატარებულ სოციალურ, საქველმოქმედო პროექტების მხარდაჭერისთვის, რომლებიც განხორციელდა ამ    ღირსეული ფონდის მატერიალური მხარდაჭერით.

ღრმა მადლიერების ნიშნად, დაარსების დღიდან -    2011 წლიდან, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ერთ-ერთი დარბაზი ატარებს  ერის ღირსეული შვილის, ვარდან ჯინიშიანის, სახელს.

2მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მისალოცი სიტყვა  დაასრულა  ფონდისთვის კურთხევის წერილის გადაცემით და თბილისელი ნიჭიერი მხატვრის - თენგიზ მიკოიანცის ნახატის ჩუქებით.  

იმავე დღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის   დელეგაცია  სრული შემადგენლობით, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ეპარქიის წინამძღვრის თანმხლები ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორი ლევონ ჩიდილიანი, სამართლებრივი საკითხების და სახელმწიფოსთან ურთიერთობების  განყოფილების დირექტორი მიქაელ ავაგიანი, დაესწრო გაბრიელ სუნდუკიანის სახელობის     ეროვნულ აკადემიურ თეატრში     ჯინიშიანის ფონდის მხარადაჭერით   დადგმულ ჰაკობ პარონიანის "საპატიო მათხოვრების“ ახალი მუსიკალური წარმოდგენის  პრემიერას.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)