1geo

fb you od

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციის შეხვედრა საქართველოს სომხურ სათვისტომოსთან PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

1a 

თბილისში   სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაცია, თავმჯდომარის, არა ბაბლოიანის, ხელმძღვანელობით,  2017 წლის 26 სექტემბერს, ეწვია სომეხ მწერალთა და    საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონს, სადაც მას დახვდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის  საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის დიპლომატები, მღვდელმსახურები.    სტუმრებმა ყვავილებით შეამკეს ერის დიდებულთა საფლავები, ეპარქიის წინამძღვრის ხელმძღვანელობით შესრულდა პარაკლისი.

შემდეგ დედა სამშობლოს მაღალი რანგის სტუმრები გაემგზავრნენ   "ოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო, კულტურულ  და ახალგაზრდულ  ცენტრში.  აქ მათ დახვდნენ  თბილისის,  სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების სომხური სათემო მოღვაწეები, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ინტელიგენციის წარმომადგენლები.   

სომხურ სათვისტომოსთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის „რესპუბლიკური პარტია“ ფრაქციის თავმჯდომარე არმენ აშოტიანი, „სომხური რევოლუციური დაშნაკცუთიუნ“ ფრაქციის თავმჯდომარე არმენ რუსტამიანი, „ელქ“ ფრაქციის წარმომადგენელი ლენა ნაზარიანი, „წარუკიან პარტია“ ფრაქციის წევრი ვარდევან გრიგორიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შავარშ  ქოჩარიანი.  

ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ და დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ცენტრი, ოვანეს თუმანიანის შემოქმედებითი სულისკვეთებით აღსავსე ბიბლიოთეკა და დარბაზები.  

შეხვედრა გახსნა „ოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრის ხელმძღვანელმა გისანე ჰოვსეფიანმა, წარმოადგინა პოეტის თბილისის ბოლო ბინის ისტორია, შეეხო სომხური სათვისტომოსთვის სახლის დაბრუნების ისტორიას, ცენტრის საქმიანობის მიმართულებებს და მიზნებს.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მიესალმა   სტუმრებს,   ისაუბრა სომხურ-ქართულ  მეგობრობაზე, რომლის ქვაკუთხედი საქართველოს სომხური სათვისტომოა, რომელმაც  შექმნა ეროვნული და სულიერი  ფასეულობები, კერძოდ დააფასა ეპარქიის ეკლესიების სააღმშენებლო საქმიანობა, ეპარქიის ეგიდით მოქმედი ცენტრები თბილისში, ბათუმში,    ნინოწმინდასა და რუსთავში, რომელთა საქმიანობა მართულია სასულიერო   და ეროვნული თვითმყოფადობის, ენისა და კულტურის შენარჩუნებისკენ.

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ დამსწრეებს წარუდგინა სამდღიანი  ოფიციალური ვიზიტის დროს განხილული საკითხები და  მიღწეული შეთანხმებები, რომლებიც ეხება    ორი მეზობელი ხალხების ინტერესში შემავალ სტრატეგიულ, ეკონომიკურ და საკანონმდებლო სფეროებს. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი შთაბეჭდილებებს, რაც მიიღო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში ვიზიტისა და კათალიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრიდან.  ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ საქართველოს აღმასრულებელ  და საკანონმდებლო ორგანოთა ხელმძღვანელებმა, პრეზიდენტმა მკაფიოდ აღნიშნეს  სომხური სათვისტომოს წევრების კანონმორჩილება, ქვეყნისა და მისი პროგრესის საქმეში შეტანილი მათი წვლილი.  

შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის ფორმატში. სომხური სათვისტომოს წევრებმა სომხეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატებს კითხვები დაუსვეს, რომლებიც ეხებოდა  მთავრობათშორის ურთიერთობებს, ეკონომიკურ და   სატრანსპორტო კავშირებს,  ეროვნული ფასეულობების შენარჩუნებას და არცახის მდგომარეობას. დასმულ კითხვებს უპასუხა დელეგაციის თითქმის ყველა  წევრმა. ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ცენტრის ბიბლიოთეკას წიგნი აჩუქა.  

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა სტუმრები მიიწვია   „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში. ეროვნული ასამბლეის დელეგაციის წევრებმა ყვავილებით შეამკეს ეკლესიის ეზოში დაკრძალული საიათნოვას საფლავი და სომეხი გენერლების საფლავის ქვები. უძველეს და ყოვლისშემძლე ეკლესიაში ლოცვის და სანთლების დანთების შემდეგ,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა წარმოადგინა ტაძრის ისტორია და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს აჩუქა „სურბ გევორგ ეკლესიის“ ფრესკების წიგნი-ალბომი.  

უძველესი ეკლესიიდან დელეგაცია გაემგზავრა სომხეთისკენ, ნათელი შთაბეჭდილებებით.   ასე დასრულდა  დელეგაციის  ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

1 2 3 4 

5 6 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)