ლორის რეგიონის დელეგაციის ვიზიტი აჭარაში |
სიახლეები |
2017 წლის 2-3 სექტემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოწვევით აჭარის რეგიონს ეწვია სომხეთის რესპუბლიკის ლორის რეგიონის დელეგაცია, გუბერნატორის, არტურ ნალბანდიანის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ვანაძორის მერი მამიკონ ასლანიანი, ალავერდის მერი კარენ ფარემუზიანი და ახტალის მერი ჰაიკაზ ხაჩიკიანი. იმავე დღეს სომხეთის მაღალი თანამდებობის პირები მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ქართულ-სომხური საუკუნოვანი მეგობრობა, ასევე აჭარისა და ლორის დაძმობილებული რეგიონების ათწლეულების თანამშრომლობის გამოცდილება. რეგიონების ლიდერებმა განიხილეს რეგიონის ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო სფეროების მომავალი თანამშრომლობის მიმართულებები. 3 სექტემბერს, სომხეთის რესპუბლიკის ლორის რეგიონის დელეგაცია ეწვია ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიას და დაესწრო საკვირაო წირვა-ლოცვას. აჭარის, გურიისა და იმერეთის სომხების, ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერი მოძღვარი მღვდელი არარატ გუმბალიანი მიესალმა სტუმრებს და ხაზი გაუსვა დედა სამშობლოს მაღალი თანამდებობის პირთა ვიზიტს სომეხთა ეკლესიაში, მათ მონაწილეობას საღმრთო ლიტურგიაში და შეხვედრას ბათუმის სომეხ მორწმუნეებთან. სომხეთიდან ჩამოსულ სტუმრებს კეთილი სურვილების სიტყვით მიმართა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სომხეთის გენერალურმა კონსულმა ეღიშე სარგსიანმა. ლორის რეგიონის ხელმძღვანელი არტურ ნალბანდიანი მიესალმა დამსწრეებს, ისაუბრა სომხური იდენტობის შენარჩუნების, სომეხთა ეკლესიის გვერდით ყოფნის და მშობლიური ენის ახალგაზრდა თაობისთვის გადაცემის ბათუმის სომხური სათვისტომოს წევრთა ერთგულებაზე. დედა სამშობლოს მაღალი თანამდებობის პირებს ხანმოკლე საუბარი ჰქონდათ ბათუმის სომეხ მორწმუნეებსა და სათვისტომოს წარმომადგენლებთან. |