1geo

fb you od

სიმღერის დღესასწაული გუსან ჰავასის მშობლიურ სოფელში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

glxavor

2017 წლის 3 სექტემბერს, წალკის რიონის სოფელ აიაზმაში აშუღური სიმღერის დღესასწაული გაიმართა, რომელც მიეძღვნა აშუღური სიმღერის უკვდავი ოსტატის გუსან ჰავასის (არმენაკ პარსამის ძე მარკოსიანის) განდიდებას. ტრადიციული დღესასწაული გაიმართა წალკის მუნიციპალიტეტის ინიციატივით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით.

1991 წელს დაედო დასაბამი ამ ღონისძიებას და სომხეთის რესპუბლიკის სახალხო არტისტისადმი მიძღვნილი ეს დღესასწაული რეგიონალური მასშტაბის ზეიმად იქცა, რომელსაც ესწრებიან ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები, რეგიონისა და რაიონის მაღალი თანამდებობის პირები, სტუმრები თბილისსა და ერევნიდან, საქართველოსა და სომხეთის სხვადასხვა რაიონებიდან.

ღონისძიება დაიწყო კიზილქილისაში დაბადებული და ამჟამად მოსკოვში მცხოვრები ედგარ არამიანის ქველმოქმედებით გუსან ჰავასის ბიუსტის და აშუღის სახელობის სკვერის საზეიმო გახსნით, ბიუსტის ლენტის გაჭრის პატივი ერგოთ წალკის რაიონიდან საქართველოს პარლამენტის წევრს, კახაბერ ოქრიაშვილს, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დეპუტატს, შირაკ თოროსიანს, და ქველმოქმედ ედგარ არამიანს.

გუსან ჰავასის მემორიალთან სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსმა არქიმანდრიტმა ბაბგენ სალბიანმა დამსწრეებს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა და კეთილი სურვილები, ხაზი გაუსვა ჰავასის დღესასწაულის მნიშვნელობას სხვადასხვა ერებს შორის მეგობრობის გაღრმავების და სხვადასხვა კულტურების დაახლოების საქმეში. შემდეგ არქიმანდრიტ ბაბგენის თავმჯდომარეობით და მღვდლების - თადეოს ტერ-მკრტჩიანის და ღევონდ თოფაშიანის, მონაწილეობით შესრულდა პარაკლისი.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ჰენზელ მკოიანი და წალკის რაიონის გამგებელი ილია საბაძე, მაღალი შეფასება მისცეს ამ მიწა- წყლის ხალხს, რომელმაც ვოკალურ ხელოვნებას მისცა ისეთი ოსტატი, როგორიც გუსანი ჰავასია, და მისი გარდაცვალების შემდეგაც განადიდებს და თაობებს გადასცემს მისი ხელოვნების მიმართ დიდ სიყვარულსა და სიამაყეს.

გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა, სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარე ჟორა სნხჩიანმა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა ლევონ ჩიდილიანმა ისაუბრეს ჯავახეთში გუსანური ხელოვნების განვითარების გზაზე, კერძოდ გუსან ჰავასის, როგორც აშუღური სიმღერის ნიჭიერ წარმომადგენელზე, მისი სიმღერის თემატიკის მრავალფეროვნებასა და მაღალმხატვრულ ღირებულებებზე.

გუსან ჰავასის ვოკალური ხელოვნება, რომლითაც დიდი აშუღი უმღერის მშობლიურ ბუნებას, ქალის სილამაზეს, მშრომელ ადამიანს, რომელიც გულმოდგინედ და თავდადებულად შრომობს მინდვრებსა და მთებში, წარმოადგინეს ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა მასის ჰუნანიანმა, ედუარდ თამარიანმა, ჰაიასტან ისპირიანმა, აიდა ბაზოიანმა, ლიზა თოროსიანმა კი წაიკითხა უდროოდ გარდაცვლილი ბებიამისის - ანაჰიტ ბოსტანჯიანის, უკვდავი გუსანისადმი მიძღვნილი ლექსი.

გავრცელდა მხიარული სიმღერა და ცეკვა სოფელ აიაზმაში, ღია ცის ქვეშ გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს წალკის მუნიციპალიტეტის მეჩონგურეთა ანსამბლმა, სოფელ ნარდევანის ანსამბლმა „ლუსაღბიურ“, სოფელ კიზილქილისის ანსამბლმა „კარმრავანქ“, „ჰაიარტუნ“ ცენტრის ანსამბლმა „ტარონ“, დუდუკისა და დოლის ჯგუფებმა.

დღესასწაულის დასასრულს უკვდავი აშუღის სახელობის ახლად გახსნილ სკვერში გაიმართა სომხური „ქოჩარის“ მასტერკლასი. ტრადიციულ ცეკვაში ჩაებნენ ღონისძიების მონაწილეები - დიდი თუ პატარა.

ღონისძიება დასრულდა წალკის მუნიციპალიტეტის და ქველმოქმედ ედგარ არამიანის სახელით გამართული მასპინძლობით.

1 2 3 4

5 6 7