1geo

fb you od

გიუმრის „ჰაიორდიაც სახლის“ აღსაზრდელები ესტუმრნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიას PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

a1 

2017 წლის 30 ივლისს, სამდღიანი ვიზიტით, თბილისში სტუმრობდნენ გიუმრის „ჰაიორდიაც სახლის“ აღსაზრდელები. ვიზიტის მიზანი სომხეთის ახალგაზრდებისთვის თბილისის სომხური კვალის გაცნობა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის და გიუმრის ახალგაზრდული ცენტრის აღსაზრდელების ორმხრივი ურთიერთობა იყო. სულ სამი წლის ისტორიის მქონე გიუმრის ჰაიორდიაც ცენტრი გაიხსნა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის კურთხევით და მოქმედებს მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის ქრისტიანული აღზრდის ცენტრის დირექტორის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვარდან ნავასარდიანის ზედამხედველობით.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მოწვევით, ცენტრში მოქმედი რვა შემოქმედებითი ჯგუფიდან თბილისს ეწვია საბავშვო-საყმაწვილო სიმღერის გუნდი. დირექტორის - ასტღიკ ედიგარიანის, ქორმაისტერ სონა ზარაფიანის და პიანისტ ლუსინე ღუკასიანის ხელმძღვანელობით. ეს გუნდის პირველი მოგზაურობა იყო ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ვიზიტის პირველივე დღეს სტუმრებმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში მიიღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა და კეთილი სურვილები, თბილიში მხიარული და შინაარსიანი დღეების გასატარებლად. სტუმრები გაეცნენ „ჰაიარტუნ“ ცენტრის საქმიანობას, თბილისის და გიუმრის ცენტრების ხელმძღვანელებმა, ასტღიკ ედიგარიანმა და ლევონ ჩიდილიანმა, ერთმანეთს გააცნეს ცენტრების საქმიანობის მიზნები, საბავშვო ბაღების და მხატვრული ჯგუფების პროგრესი, წამოჭრილი პრობლემები და შესთავაზეს თანამშრომლობის გზები.

თბილისში სტუმრობის დღეებში გიუმრის ჰაიორდიაც სახლის აღსაზრდელები, დიაკვან გევორგ ანტონიანის თანხლებით, ეწვივნენ თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონს, ყვავილებით შეამკეს სომეხი ერის დიდებულთა საფლავები, სანთლები დაანთეს „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში, იყვნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სამების, საქართველოს ისტორიული დედაქალაქის, მცხეთის ჯვრის და სვეტიცხოვლის ეკლესიებში, აღფრთოვანებულნი იყვნენ გარი დავთიანის კულტურის სახლის მარიონეტებით და ქალბატონი ჟანა დავთიანის სტუმართმოყვარეობით, საღამოს ისეირნეს თბილისის ულამაზეს უბნებში.

მხოლოდ ერთნახევარი წლის წინ შექმნილმა და სრულიად სომეხთა საბავშვო-საყმაწვილო სიმღერის საგუნდო ფესტივალში მონაწილე 70 გუნდს შორის გამარჯვებულმა სიმღერის გუნდმა ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში ლამაზი კონცერტი წარმოადგინა. დამსწრეები აღტაცებულნი იყვნენ გიუმრის ბავშვების საშემსრულებლო ოსტატობით, რაც გამოიხატა მსოფლიოს კლასიკოსთა შემოქმედების და სულიერი სიმღერების შესრულებაში. თბილისური სამდღიანი ვიზიტის ბოლო აკორდი გიუმრელების და „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ნერსეს შნორჰალი“ გუნდის ერთად შესრულებული სიმღერა „ჰაიასტანი“ იყო.

დამსწრეები აკურთხა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. მეუფემ მაღალი შეფასება მისცა გუნდის ლამაზ კონცერტს და მათ შესრულებას აღდგომის სურათი უწოდა, ვინაიდან შესრულება სიცოცხლისთვის ბრძოლაა, ქმედების მოწოდება. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, თბილისში გატარებული ბედნიერი და ლამაზი დღეების ნიშნად სტუმრებს საჩუქრად გადასცა საათი, მრავალკონფესიური თბილისის გამოსახულებით. ცენტრის დირექტორმა, ქალბატონმა ასტღიკ ედიგარიანმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, ეპარქიის მღვდელმსახურებს და საერო პერსონალს მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისა და დაუვიწყარი დღეების გატარებისთვის.

მდიდარი შთაბეჭდილებებით, მაღალი განწყობით და ახალ ნაცნობებსა და ახლო მეგობრებთან დაშორებით მოწყენილები გიუმრის "ჰაიორდიაც სახლის" აღსაზრდელები დაბრუნდნენ სამშობლოში.

1 2 3 4 

5 6 7 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)