1geo

fb you od

გლენდელიდან ჯავახეთში: გაცნობითი ვიზიტი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

19620962 

2017 წლის 4 ივლისს,   გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში, აშშ კალიფორნიის შტატის ქალაქ გლენდელის საქალაქო საბჭოს წევრი ზარეჰ სინანიანი და გენერალი  არშალუის ფაიტიანი ეწვივნენ ახალქალაქს.   ადგილობრივ  „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში მაღალი რანგის სტუმრებს, ტრადიციული პურითა  და მარილით, დახვდნენ სამცხე-ჯავახეთისა და წალკის  საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანი, მღვდელმსახურები და    ხალხური ცეკვის ანსამბლი „ვაჩიანი“. სტუმრებმა ყვავილებით შეამკეს „სურბ ხაჩ“ ეკლესიის ეზოში აღმართული  სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ხაჩქარი, შემდეგ სანთლები  დაანთეს და  ლოცვა აღავლინეს ეკლესიაში, სადაც არქიმანდრიტმა ბაბგენმა მათ წარუდგინა ეკლესიისა და სამცხე-ჯავახეთისა და წალკის  საერთო ეპარქიალური ვიკარიატის საქმიანობა, ეკლესიის ისტორია, დალოცა სტუმრები, მათ აჩუქა სამახსოვრო ხატები.

ახალქალაქში ზარეჰ სინანიანმა გლენდელის საქალაქო საბჭოს სახელით  სიგელი გადასცა  სამველ პეტროსიანს.

 სტუმრები ეწვივნენ  ახალქალაქის ქართულ  ეკლესიას,   ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი, ასევე იყვნენ ჯივანის სახლ-მუზეუმში.

აშშ კალიფორნიის შტატის ქალაქ გლენდელის საქალაქო საბჭოს წევრის, ზარეჰ სინანიანის თქმით, ვიზიტს წმინდა გაცნობითი ხასიათი აქვს და მიზნად ისახავს სომხური სათვისტომოს პრობლემების გაცნობას.   

"ახალციხის  შემთხვევაში, ადგილობრივი ხელისუფლების გაცნობა, იმის გაგება, თუ მათ რა პრობლემები აქვთ, როგორი ურთიერთობებია  ხელისუფლებასა და თემს  შორის,    და ამაში რა როლი შეიძლება შეასრულოს სამხრეთ კალიფორნიის თემს.  შემექმნა  შთაბეჭდილება, რომ ახალციხის  სომხები უფრო ინტეგრირებულნი არიან ქართულ საზოგადოებაში ", -  განაცხადა ზარეჰ სინანიანმა.

მისი აზრით,  პრობლემები, როგორც ყველგან, სოციალური ხასიათისაა.   არსებობს ზოგიერთი სერიოზული საკითხი, სასკოლო განათლებასთან დაკავშირებით, მაგალითად, ის, რომ სკოლაში  80-იან წლებში სწავლობდა  1200 მოსწავლე, ახლა   მხოლოდ 100 მოსწავლე ჰყავს  ამავე სკოლას, ესაა ყველაზე  შემაშფოთებელი, - აღნიშნა გლენდელის საქალაქო საბჭოს წევრმა, - მაგრამ ყველაზე   მტკივნეული მოსახლეობის  მზარდი გადინებაა.   მაღალი რანგის სტუმარმა  შეშფოთება გამოთქვა ახალქალაქის გზებთან დაკავშირებით.  „მე მინდა, რომ სომხურმა დიასპორამ ისევე  მზრუნველი დამოკიდებულება გამოიჩინოს ჯავახეთის მიმართ, როგორსაც სომხეთისა და არცახის მიმართ იჩენს. არ ვიცი კონკრეტულად ჩვენ    რა შეგვიძლია გავაკეთოთ, მაგრამ აუცილებლად  ვეცდებით",  - განაცხადა ზარეჰ სინანიანმა.  

ჰამშენიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან  და სომხეთიდან სტუმრების ჩამოსვლის იდეა ეკუთვნის არცახის  თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალციხელ ედუარდ ენფიაჯინს, რომელიც ცხოვრობს აშშ ქალაქ    ლოს ანჯელესში.

19667919 

Աղունիկ Այվազյան