1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო რელიგიის თემაზე კონფერენციაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

34427811032 86158e7e41 h

2017 წლის 8 მაისს,  ერევნის სასტუმრო „მერიოტში” გაიმართა კონფერენცია თემაზე: „რელიგიისა და რწმენის, თავისუფლების თანამედროვე პრობლემები სომხეთში, საქართველოსა და მსოფლიოში“.  კონფერენციის    ორგანიზატორი იყო ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, ნიდერლანდების სამეფოს ფინანსური მხარდაჭერით.  კონფერენციაში მონაწილეობდნენ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის   წარმომადგენლები,სომხეთში მოქმედი დიპლომატები,   სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები,  საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ოფიციალური პირები, სამართალდამცველები, სტუმრები.

კონფერენციაში მონაწილეობდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი.    

მომხსენებლებმა  განიხილეს სომხეთსა და საქართველოში   რელიგიისა და რწმენის თავისუფლების   და  სკოლებში რელიგიური საგნების სწავლების,    ქალებისა და მამაკაცების თანასწორობის და რელიგიური დისციპლინების  სწავლების გამოცდილებასთან დაკავშირებული საკითხები.   

საქართველოდან ჩასული სამართალდამცველებმა და  არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლებმა   საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია  დაადანაშაულეს უმცირესობათა მიმართ შეუწყნარებლობაში, ბრალდება  გაისმა  ასევე მთავრობის მისამართით,  რომელმაც 2002 წელს  კონკორდატისა    და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი დებულებიდან გამომდინარე,     უძრავი ქონება, ათასობით   ჰექტარი მიწა  საკუთრების უფლებით, უსასყიდლოდ გადასცა  მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ასევე, ეკლესიები და რელიგიური შენობები მესაკუთრის უფლებით გადაეცა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას,    რელიგიურ უმცირესობებს კი ეკლესიები და მეჩეთები უბრუნდება  იჯარით, 49 წლის ვადით. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის შეუზღუდავი უფლებების  მინიჭებისთვის  მკაცრად გააკრიტიკეს ასევე  საქართველოს ხელისუფლება.

სომხური მხარიდან სომეხთა ეკლესიაზე მოხსენებით გამოვიდა ლექტორი ჰოვანეს ჰოვანისიანი, ვინც  სომეხთა ეკლესია დაადანაშაუალა გადასახადებისაგან თავის არიდების, არმიაში საქმიანობის გაწევის, სკოლებში სომეხთა ეკლესიის ისტორიის საგნის სწავლების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში  გაუმართლებელი ჩარევის გამო. სამართალდამცველმა არტურ საქუნცმაც, დაადასტურა რა მომხსენებლის ნათქვამი, თავის მხრივ ბრალდებები გააჟღერა სომეხთა ეკლესიის მისამართით.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ მკაცრი პასუხი გაეცა როგორც ჰოვანეს ჰოვანისიანს, ასევე არტურ საქუნცს, მეუფემ უარჰყო ყველა უადგილო    ბრალდება, რომელიც გაისმა სომეხთა ეკლესიის მისამართით. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ განმარტა სომეხთა ეკლესიის საკვანძო როლი   სომხეთსა და განსაკუთრებით მის ფარგლებს გარეთ სომხური თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ  სომეხ მღვდელმსახურთა საქმიანობით სომხურ არმიაში დღესაც მიმდინარეობს დადებითი პროცესები ინტერპერსონალური  ურთიერთობებისა და ჯარისკაცების პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდის საქმეში, რომ საგანი სომეხთა ეკლესიის ისტორია, რომელიც ისწავლება სკოლებში, სომხეთის ისტორიის ნაწილია,  რომ ამ საგნის მეშვეობით მოსწავლეები ეცნობიან არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ  ჩვენი ხალხის   ტრადიციებს, სარიტუალო წეს-ჩვეულებებს, და, რომ სომეხთა ეკლესიის მოთხოვნილება დღითიდღე მატულობს.

კონფერენციაზე  ასევე გაიმართა განხილვა ქალებისა და მამაკაცების გენდერულ თანასწორობაზე,  ქრისტიანულ და მუსლიმურ ოჯახებში  ქალის როლზე.    

შეაჯამეს რა კონფერენციის მუშაობა, ინიციატორებმა ცალსახად გაუსვეს ხაზი მსგავსი კონფერენციის როლს, ერთმანეთის კარგად გაცნობის და თანამშრომლობის საერთო საკითხების  მოძიების საქმეში, გადაწყდა მორიგი    კონფერენციის გეოგრაფიის გაფართოების და სხვადასხვა ახალი ქვეყნების ჩართვის თაობაზე.

33779544883 8824345c49 h 34427798162 71e40192d0 h