ჰარუთიუნ ხაჩატრიანის ფილმი "პოეტის დაბრუნება" "ჰაიარტუნ" ცენტრში |
სიახლეები |
2017 წლის 30 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა "პოეტის დაბრუნება" დოკუმენტური ფილმის ჩვენება. ფილმის რეჟისორი, "ოქროს გარგარი" საერთაშორისო კინოფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი ჰარუთიუნ ხაჩატრიანი, თბილისში ამ ფილმის ჩვენებასა და თბილისელ მაყურებელთან შეხვედრას დიდი ხანი ელოდებოდა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ჩამოვიდა თბილისში და ვერ დაესწრო ჯივანისა და ჯავახეთისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენებას. საკვირაო წირვის შემდეგ, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოში შეკრებილ მორწმუნეებს დაურიგდათ ჰარუთიუნ ხაჩატრიანის დიდი ხნის დაპირებული შესაწირი. ამის შემდეგ, შეკრებილებმა გადაინაცვლეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში, სადაც ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა ლევონ ჩიდილიანმა დაწვრილებით ისაუბრა ჰარუთიუნ ხაჩატრიანის, ცნობილი რეჟისორის, მრავალი დოკუმენტური ფილმის ავტორის შესახებ, ხაზი გაუსვა მის წვლილს „ვოსკე წირან“ საერთაშორისოდ ცნობილი ამ ფესტივალის დაფუძნებისა და შემდგომ ორგანიზების საქმეში. სომხეთის რესპუბლიკის სახალხო არტისტის, ჰარუთიუნ ხაჩატრიანის, ცხოვრების რწმენის სიმბოლო იყო და არის გახელილი თვალებით ცხოვრების და გარემოს დანახვის, ჩვენების და კინოს მეშვეობით შეძლებისგვარად ადამიანის დახმარების საკუთარი გზის მოძებნის იდეა. ევროპის კინოაკადემიის წევრის, ჰარუთიუნ ხაჩატრიანის, ფილმი "პოეტის დაბრუნება" ეძღვნება 19-20-ე საუკუნეების სომხური კულტურის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პიროვნებას, ჯივანის, და ჯავახეთს. ახალქალაქში დაბადებული რეჟისორი ყვება ჯივანის თვალით და შემსწავლელის მზერით დანახულ დღევანდელ სომხეთზე. ფილმი თანამედროვე ცხოვრების დოკუმენტური შესწავლაა, რომელშიც გადმოცემულია ჯივანის ძეგლის შექმნა და გადატანა ერევნიდან ჯივანის მშობლიურ მხარეში - ჯავახეთში, ასევე წარმოდგენილია გადამღები ჯგუფის შთაბეჭდილებები ჯავახეთისკენ მიმავალ გზაზე. თბილისელმა მაყურებელმა ინტერესით უყურა რეჟისორის ფილმს „პოეტის დაბრუნება“, რომელიც ასევე ეძღვნება ჯავახეთის ტრადიციებს. |