1geo

fb you od

სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

ceghaspanutyan zoherin nvirvac ereko 

2017 წლის 23 აპრილს, სომეხთა   გენოციდის მილიონ ნახევარ  წმინდანად შერაცხულ  მოწამეთა ხსენების წინა დღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიაში გაიმართა ღონისძიებები, გულის ღრმა ტკივილით, ემოციური და სამართლიანობის მოთხოვნით,   სლოგანით - „მახსოვს და მოვითხოვ“.

მართლაც, საკვირაო ღვთისმსახურების შემდეგ, მორწმუნეებმა თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოში, სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ხაჩქართან იხილეს ეპარქიის განათლების განყოფილების „სურბ მოვსეს ჰორენაცი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა ფლეშ-მობი. პატარებმა, სანთლების დანთებით, უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნის ხსენების ლოცვით, რწმენითა და წმინდა ეკლესიით ცხოვრებით, ფხიზელი ჯარისკაცივით დედა სამშობლოს დაცვითა და მისთვის მსახურებით, ცაში მშვიდობის მტრედების ნავარდით,  სამშობლოში მისწრაფების ნებით,   წარმოადგინეს სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი  - წიწერნაკაბერდის სიმბოლური   გამოსახულება.

ლამაზი, ემოციური და შთამბეჭდავი ფლეშ-მობი შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ,  ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. მეუფე ვაზგენმა მაღალი შეფასება მისცა განათლების განყოფილების საქმიანობას, განსაკუთრებით ხაზი გაუსვა დირექტორის, ევგენია მარკოსიანის, პედაგოგების - ოქსანა შაროიანის და მეტაქსია ღაზარიანის    დაუღალავ შრომას, სომეხი ბავშვების წინაპართა ხსოვნით, სამშობლოს სიყვარულით, ერისადმი ერთგულებით აღზრდისათვის.  

ღონისძიებათა სერია გაგრძელდა "ჰაიარტუნ" ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში, სადაც გაიმართა ივ ტერონის წიგნის - „სომხები: ერთი გენოციდის ისტორია“  რუსული თარგმანის პრეზენტაცია.

დამსწრეებმა დიდი ყურადღებით მოუსმინეს თარჯიმანს,  ალექსანდრე ქალანთაროვს, ფრანგულიდან ამ წიგნის თარგმანის მოტივის -  უცხოელი მწერლის მიერ რეალისტურად და დეტალურად  აღწერილი ერის ტრაგედიის გასაგებ  ენაზე   მოწოდების  იდეის შესახებ.  წიგნის თარგმნას და გამოცემას მაღალი შეფასება მისცა საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირის თავმჯდომარემ,  ენოქ თადევოსიანმა.   

ღონისძიება დასრულდა ენდრიუ გოლბერგის დოკუმენტური ფილმის - „სომეხთა გენოციდის“ ჩვენებით.

ხსოვნის წინა დღის დასკვნითი ღონისძიება   თბილისის სასტუმრო  Biltmore -ის Grand Royal Ballroom  დარბაზში გამართული ხსოვნის საღამო იყო.  ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოში სომხეთის საელჩოს,   სომეხთა  სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს  ეპარქიის, საქართველოში მოქმედი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტების მიერ.  

საღამოს   დასწრებით პატივი დასდეს საქართველოს    პარლამენტის წევრებმა, საქართველოში გერმანიის ფედერაციის,  ჰოლანდიის,  ბულგარეთის, ისრაელის საელჩოების, ვატიკანის პირველი პირები,   ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების საელჩოების  და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები,  მოძმე ეკლესიების ლიდერები,  ქართული საზოგადოების, ეთნიკური  უმცირესობების,  ინტელიგენციის წარმომადგენლები, სტუმრები, სათვისტომოს მოღვაწეები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იური ვარდანიანი, მეუღლესთან ერთად,   საელჩოს დიპლომატები.

ღონისძიებას დასწრებით პატივი დასდეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,   მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, ეპარქიის მღვდელმსახურებმა.

 მე -20 საუკუნის დასაწყისში სომეხი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის, მილიონ ნახევარ  უდანაშაულო   მსხვერპლთა წამების, ისტორიული სამშობლოდან მათი განდევნის, მსოფლიოს უამრავი სახელმწიფოს მიერ სომეხთა გენოციდის ცნობის, დაგმობის და სამართლიანობის მოთხოვნის შესახებ დოკუმენტურად არგუმენტირებული მოხსენებით გამოვიდა    საქართველოს მშვიდობის ფონდის თავმჯდომარე გიორგი თუმასიანი.   

თავის გამოსვლაში საქართველოს პარლამენტის ისნის საარჩევნო ოლქიდან მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა სომეხი ამომრჩევლების მისდამი ნდობას   და ხაზი გაუსვა სომეხი ხალხისთვის   ტრაგიკული დღის ხსოვნის დღეს მათი გვერდით ყოფნის და მათი მწუხარების გაზიარების თავის მოვალეობას.  

შემდეგ  ნაჩვენები იქნა სომეხთა გენოციდის შესახებ ვიდეორგოლი.

მემორიალური საღამო მხატვრული ნომრებით გააფორმეს - საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის დუდუკის წრის აღსაზრდელებმა,   თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სიმებიანი ინსტრუმენტების განყოფილების სტუდეტებმა, პეტროს ადამიანის სახელობის თბილისის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებმა, თბილისის „სურბ გევორგ“ ეკლესიის მაკარ ეკმალიან მგალობელთა გუნდმა.

ღონისძიება გაიმართა ქართულ და ინგლისურ ენებზე. მას უძღვებოდა პეტროს ადამიანის სახელობის თბილისის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი დავით ბარსეღიანი.

23 აპრილის ხსოვნის ღონისძიებები დასრულდა თბილისის ცენტრალური ქუჩებით ახალგაზრდების ჩირაღდნებიანი სვლით და თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსთან ხანმოკლე   საპროტესტო აქციით.       ხსოვნის ღონისძიებები  გაგრძელდება 24 აპრილს.

IMG 2285 IMG 2315 IMG 2334 IMG 2384 

img IMG 2299 IMG 2480 DSC00280

DSC00283 DSC00292 DSC00306 IMG 2518 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)