ჯავახეთში აკურთხეს ახლად აშენებული „სურბ ხაჩ“ ეკლესია |
სიახლეები |
მიუხედავად ცივი ამინდისა, დღე საზეიმო იყო ახალქალაქის რაიონის სომხებით დასახლებულ სოფელ გუმბურდოში. 2017 წლის 22 აპრილი სოფლის ქრონიკაში ისტორიული გახდა. ადგილობრივი მოსახლეობა, დიდი თუ პატარა მიიჩქაროდა სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე „ხაჩი დურნა“-დ წოდებულ ადგილისკენ, სადაც საზეიმოდ უნდა ეკურთხათ საქართველოს სომეხთა ეპარქიის 58-ე „სურბ ხაჩ“ მოქმედი ეკლესია. სოფელ გუმბურდოში საკუთარი ეკლესიის ქონის ადგილობრივთა 80 წლის ოცნება, როგორც იქნა, რეალობად იქცა. 2011 წელს გუმბურდოს მკვიდრმა ღვთისმოსავმა ძმებმა - ხაჩატურ და საიათ საჰარიანებმა, გადაწყვიტეს ბავშვობის ოცნების ახდენა, პირობა დადეს - „ხაჩი დურნა“ -დ წოდებულ ტერიტორიაზე სომხური სამლოცველოს აშენება. მიზანი წმინდა იყო -თანასოფლელებისთვის რელიგიური წესებითა და რიტუალებით ცხოვრების საშუალება მიეცათ, ასევე ტრადიციული აღდგომის ამ წმინდა ადგილზე სათანადოდ აღნიშვნის. ეკლესიის მოყვარული საჰარიანების შემოწირულობით აშენდა ეკლესია, კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია, მოეწყო ინტერიერი. აღდგომის მეორე კვირა - „კრკნაზატიკ“ (აღდგომის განახლება, კვირაცხოვლობა), საჰარიანების ღვთისმოსავი ოჯახის წყალობით, გუმბურდოელებმა აღნიშნეს „სურბ ხაჩ“ („წმინდა ჯვრის“) ეკლესიაში. საეკლესიო ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი სამველ მანუკიანი, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსისიანი, ახალქალაქის გამგეობის თავმჯდომარე ედუარდ აღასარიანი, ქველმოქმედი საიათ საჰარიანი, ადგილობრივი მკვიდრი აღასი სურენიანი, დელეგაციები თბილისიდან, ერევნიდან, რუსეთიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, უამრავი მორწმუნე. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის, არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანის, მონაწილეობით წმინდა მირონი სცხო ახლად აშენებულ „სურბ ხაჩ“ ეკლესიას. შემდეგ სამცხე-ჯავახეთის ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლების სულიერმა მოძღვარმა ღირსეულმა მღვდელმა ტათევ მარუქიანმა პირველი საღმრთო ლიტურგია აღავლინა. საღმრთო ლიტურგიის დროს შესრულდა აღსარების წესი და მორწმუნეებმა მიიღეს ზიარება. წირვის შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მიმართა დამსწრეებს, მადლობის სიტყვა თქვა ერის ღირსეული შვილების - ხაჩიკ და საიათ საჰარიანების ინიციატივაზე, მათ გადასცა საეპისკოპოსო კურთხევა, მადლიერების წერილი და ეტრატის, ხატით სუვენირები. მეუფე ვაზგენმა კურთხევის სიტყვა უთხრა ასევე მშენებლობის კოორდინატორს - ვალერი საჰარიანს, ეკლესიის არქიტექტორს, მშენებლებს და კეთილი საქმის ყველა მონაწილეს. ეროვნული საქმის ინიციატორებს მადლიერების სიტყვით, ხოლო ადგილობრივებს - მისალოცი სიტყვით, მიმართეს რაიონული ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სტუმრებმა. საეკლესიო ცერემონიალის დასრულების შემდეგ, მორწმუნეებს დაურიგდა შესაწირი. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჩიანის ცეკვის ანსამბლის (სამხატვრო ხელმძღვანელი: ნასლეთ ქეჰიანი) და ერევნიდან ჩამოსულ ანსამბლ „სასუნის“ (სამხატვრო ხელმძღვანელი: დიაკვანი ანდრანიკ მანუკიანი) მონაწილეობით გაიმართა კონცერტი. დუდუკის და ზურნის მელოდიისა და ცეკვისა და სიმღერის ნიჭიერი შესრულებით, გამომსვლელებმა მართლაც დაუვიწყარი გახადეს ეს დღე გუმბურდოელთათვის. ახალქალაქის რაიონის სოფელ გუმბურდოში სომხები დასახლდნენ 1828 წლიდან, გადმოსახლდნენ ერზრუმის გუბერნიის პალნი-შაკავ სოფლიდან. აქ ჯერ მე -16 საუკუნიდან მცხოვრები სომხები ლოცულობდნენ X-XI საუკუნეებში აგებულ უგუმბათო ტაძრის გვერდით აშენებულ სომხურ მონასტერში, რომელიც წმინდა აღდგომის სახელს ატარებდა და ახლა ნანგრევებად არის ქცეული. რუსეთში მცხოვრები ადგილობრივები და სხვა სომხები ამჟამად სოფელში აშენებენ 400 მოსწავლეზე გათვალისწინებულ ორსართულიანი სკოლის შენობას. სიტყვა გუმბურდო თურქული სიტყვაა და ნიშნავს „მზე აქ“. სოფელს ჰყავს 3 ათასზე მეტი მოსახლე. |