1geo

fb you od

"სომხური იერუსალიმი“ - ლექცია „ჰაიარტუნ“ ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

IMG 9275 

2017 წლის 8 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში  ჩატარდა ლექცია თემაზე „სომხური იერუსალიმი“.  დიდი  მარხვის ამ დღეებში იერუსალიმის წმინდა ადგილების, კერძოდ „სომხური უბნის“,   უფრო დეტალურად, ლექციით  წარმოდგენის ერევნის   სერგო ფარაჯანოვის სახლ-მუზეუმის დამფუძნებელი   დირექტორის, ხელოვანისა და ფოტოგრაფის, ზავენ სარგსიანის,  განზრახვა თბილისელი სომხების მიერ მიღებულ იქნა დიდი  კმაყოფილებით და ღრმა მადლიერებით.

ლექციას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის საელჩოს პირველი    მდივანი არტურ სარგსიანი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, თბილისის სომხური საზოგადოების  წარმომადგენლები.   

ლექციას თავისი დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.   

დამსწრეებმა იხილეს სომეხთა სამოციქულო ეკლესიის იერუსალიმის საპატრიარქოს, „სურბ მარკოს“, „სურბ გევორგ“ ეკლესიების წმინდა მთარგმნელთა სკოლის, სომხური პარკის და სხვა   ისტორიული და რელიგიური ნაგებობების ამსახველი სლაიდები, ასევე შეიტყვეს, რომ სომხური უბანი სომხებით არის დასახლებული, აქ ცხოვრება მიმდინარეობს ჩვეულებრივი ყოფით. უბნის      ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობა არის „სურბ ჰაკობიანც“ ეკლესია, სადაც სანუკვარ სასულიერო სამსახურში არიან სომეხთა ეკლესიის მღვდელმსახურები.

მომხსენებელმა ისაუბრა ასევე სერგო ფარაჯანოვის სიცოცხლეში  სომხეთთან   კავშირებზე, უკრაინაში ცხოვრების წლებზე, ნიჭიერი მხატვრისა და რეჟისორის გეგმებსა და ოცნებებზე. ზავენ სარგსიანმა ისაუბრა მსოფლიოში   ცნობილ  და პოპულარულ  სახლ-მუზეუმის შესახებ,  უპასუხა დამსწრეთა კითხვებს.

IMG 9280 IMG 9289 IMG 9333 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)