არცახი ნაღმების გარეშე |
სიახლეები |
2017 წლის 26 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა „ლაჩინი ნაღმების გარეშე“ პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც წარმოადგინეს ინიციატორებმა. პროგრამა ინიცირებულია ONEArmenia ორგანიზაციის მიერ, არცახის ნაღმებისა და აუფეთქებელი ჭურვების გაწმენდით დაკავებულ მსოფლიოში უმსხვილეს ჰუმანიტარულ „ჰალო თრასტ“ (Halo Trust) ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. HALO Trust- ის მონაცემებით, 1995 წლიდან მოყოლებული, არცახში 370 ადამიანი დაიღუპა, აუფეთქებელი ნაღმებისა და საბრძოლო მასალის გამო. HALO Trust-ი - 2000 წლიდან საქმიანობს არცახში და დღემდე განაღმა 453 დანაღმული ველი, 45 872 000 მ2 საერთო ფართობით. პრეზენტაციასთან დაკავშირებით თბილისში ჩამოვიდა ONEArmenia არასამთავრობო ორგანიზაციის ერევნის გუნდი - სომხეთის ოფისის დირექტორის, ანაჰიტ გალსტიანის, საზოგადოებასთან ურთიერთობის და შინაარსის კოორდინატორის, მარალ ვოჟნიაკის, მონაცემებისა და პროგრამის კოორდინატორის, შარლოტ პულანის, არტ დირქტორ სოფია ხაჩატრიანის, კრეატიული პროდიუსერის, ასტღიკ საიადიანის, შემადგენლობით. დარბაზი სავსე იყო ხალხით. დამსწრეებმა ინტერესითა და შფოთვით უყურეს ვიდეომასალას, რომელიც გადმოსცემდა ადამიანთა დაჭრისა და დაღუპვის შესახებ კადრებს. ხაზი გაესვა, რომ ნაღმი ფეთქდება 25 კილოგრამი ძალის ზემოქმედებით, რის შედეგადაც ზრდასრულები სახიჩრდებიან, ბავშვები კი უმთავრესად იღუპებიან. სტუმრებმა დაწვრილებით წარმოადგინეს პროექტი, რომელიც დაიწყო «Mine Free Lachin» (ლაჩინი ნაღმების გარეშე) საქველმოქმედო აქციით, შემოწირული თანხით ბერძორის (ლაჩინის) სოფელ მეღვაძორის რაიონში მოხდა 31,839 მ2 ტერიტორიის განაღმვა. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 166 ადგილობრივი გამნაღმველი. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ ბერძორის (ლაჩინის) დერეფანი ის ვიწრო გზაა, რომელიც სომხეთს აკავშირებს არცახთან. ტერიტორია დაფარულია ნაღმებით, ბერძორში დარჩა 31დანაღმული ველი, ყოველი მათგანის განსანაღმად ორგანიზაცია ONEArmenia გეგმავს დაახლოებით 96 ათასი აშშ დოლარის შეგროვებას . ორგანიზაციას გადაწყვეტილი აქვს, რომ 2020 წლამდე უნდა განნაღმოს მთელი არცახი, სადაც მოსახლეობისათვის შეიქმნება მშვიდობიანი და უზრუნველი საცხოვრებელი პირობები. ღონისძიება გაგრძელდა კითხვა-პასუხის ფორმატში. |