1geo

fb you od

ორმოცი წმინდა ყრმის ხსენების დღეს საღმრთო ლიტურგია მიეძღვნა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

1 

სომეხთა   სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესია დიდი მარხვის მეოთხე შაბათ დღეს აღნიშნავს სებასტიაში წამებული   ორმოცი წმინდა ყრმის  ხსენების დღეს.

2017 წლის 25 მარტს, სებასტიაში წამებული   ორმოცი წმინდა ყრმის  ხსენების დღეს,  თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“  ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის,  ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით, აღევლინა საღმრთო ლიტურგია.  ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის და „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ ერთდღიანი სკოლის აღსაზრდელები,  პედაგოგებსა და მშობლებთან ერთად, ასევე  მრავალი მორწმუნე.

საღმრთო ლიტურგიის დროს მწირველმა მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა ისაუბრა დღის საიდუმლოზე, წარმოადგინა IV საუკუნის დასაწყისში  წამებული ორმოცი მოწამის ისტორია, რომლებიც მხნე ახალგაზრდები იყვნენ. ისინი  პატარა ჰაიქის (მცირე ჰაიქის) სხვადასხვა ქალაქებიდან   იყვნენ და ქალაქ სებასტიის საიმპერატორო ჯარის სამხედრო სამსახურში იმყოფებოდნენ. ღრმა და მჭიდრო კავშირით გაერთიანებულებმა,  ქრისტიანული რწმენით გაძლიერებულებმა, მათ წინააღმდეგობა გაუწიეს,  მამაცად და უშიშრად დახვდნენ ქრისტიანობის წინააღმდეგ მიმართულ მუქარას, ეწამნენ, მაგრამ არ უღალატეს რწმენას.

სებასტიელი ორმოცი მოწამის ნაწილები დასვენებულია სებასტიაში, სადაც შემდგომში ააშენეს „40 ყრმის“ სახელწოდებით 40 გუმბათოვანი  ტაძარი, რომელიც თემურლენგის შემოსევამდე იდგა.    

წირვის დროს ეკლესიაში დანთებული 40   სანთლით გაფორმებული საკურთხევლი  სიმბოლურად მოწამეთა ერთგულებას გამოხატავდა ქრისტიანული რწმენისადმი და მათ    წამებას, რომელიც, გამოიხატებოდა  ნათელი გვირგვინებით. იმ მოწამის სანთელი, რომელმაც ვერ გაუძლო წამებას, ყვავილის გარეშე იყო დარჩენილი, რაც იმის აღმნიშვნელია, რომ იგი დარჩა   მიწიერი და ზეციური ცხოვრების გარეშე.

ღვთისმსახურების ბოლოს, დამსწრეებს მიმართა  საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა  ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, დამსწრეებს, ორმოცი ყრმის მაგალითით, მოუწოდა სიცოცხლის ყველა რთულ პერიოდში ერთგულნი იყონ ქრისტეს რწმენისა, იცხოვრონ სიყვარულით, იყონ კეთილნი და მზად მსხვერპლის გასაღებად, დაძლიონ   ვნებები, იცხოვრონ ზეციური გვირგვინის მიღების  ერთგულებით.   

წირვის ბოლოს, სულიერმა მამებმა, ტრადიციისამებრ, აკურთხეს  მცენარეული ზეთი, რომელიც დაურიგდა მორწმუნეებს.

IMG 0845 IMG 0849 IMG 0855 IMG 0869 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)