1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ენთუზიაზმით აღინიშნა დიდი მარხვის განზოგება PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

mijinq 

ქრისტიანულ  ეკლესიებში დიდი  მარხვის პერიოდია. 22 მარტს, მარხვა გაშუალედდა, მარხვის მეორე ნახევარი   გაგრძელდება   აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე.  ხალხი მარხვის გაშუალედების დღეს „მიჯინქს“ უწოდებს და მას ახლავს მთელი რიგი ტრადიციები, მაგალითად ქადის ან კვერების მომზადება.

2017 წლის 22 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში მხიარული განწყობა სუფევდა,   მიმდინარეობდა ფესტივალ-კონკურსი „სომხური ქადა“.       

დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში მდებარე „სურბ გევორგ“ საკათედრო და ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიებში ხალხმრავლობა იყო. ტრადიციულ დღესასწაულს ესწრებოდნენ მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები და ბევრი მორწმუნე. შემდეგ ეკლესიებში მღვდელმსახურთა მონაწილეობით შესრულდა საღამოს ღვთისმსახურება. შემდეგ აკურთხეს საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის წევრების და   კონდიტერ ლარა ჰარუთუნიანის ხელმძღვანელობით „ჰიარტუნ“ ცენტრში გამომცხვარი "მიჯინქის" ქადები. ზოგიერთ ქადაში მოთავსებული იყო ეკლესიების ნათლიათა და თბილისის ოქრომჭედელთა ნაჩუქი ვერცხლის ჯვრები.

"ჰაიარტუნ" ცენტრის "ტარონ" ანსაბლის წევრებმა მორწმუნეებს დაურიგეს „მიჯინქის“ ტრადიციული ქადები.  

„მიჯინქის“ დღე  ფესტივალ-კონკურსით აღინიშნა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის ეპარქიალურ ვიკარიატში. ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ეს ტრადიციული იყო, ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში „მიჯინქი“ საზეიმოდ აღინიშნა პირველად.   ეკლესია სავსე იყო მორწუნეებით. სომეხთა ეკლესიას თავისი დასწრებით პატივი დასდეს ახალციხის მერმა ვლადიმერ ზედგინიძემ,   ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით ლომიძემ, სხვა თანამდებობის პირებმა  და სათემო   ლიდერებმა.

ღონისძიებას დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ,  ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, ეპარქიის   თანამდებობის პირთა თანდასწრებით.

ეპარქიის წინამძღვარი მიესალმა დამსწრეებს, სათანადოდ იქადაგა   ქადაგების საიდუმლოზე, მორწმუნეებს უსურვა დიდი მარხვის მეორე ნახევრის სიყვარულითა და რწმენით გავლა. მეუფე ვაზგენის საპატიო წინამძღოლობით და ახალციხისა და   ბორჯომის რაიონების სულიერი ინსპექტორის, მღვდელმონაზონ ჰაკობ საჰაკიანის, და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვრის, მღვდელ თორგომ ვარდანიანის, მონაწილეობით შესრულდა მშვიდობის ღვთისმსახურება.  

სომეხთა   სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიისა  და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, სომეხი და ქართველი ხალხების საუკუნოვან მეგობრობას,   ხალხურ ტრადიციებს ხაზი გაუსვეს  საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა  და  საქართველოს ოფიციალურმა  პირებმა. სასიხარულო იყო, რომ გარდა სომეხი ქალბატონებისა, ქადის ფესტივალში მონაწილეობდა   ახალციხის უსინათლოთა კავშირი, თავმჯდომარის, თინა აბესაძის, ხელმძღვანელობით.

ახალციხის მორწმუნეებს ქადის ფესტივალის მოწყობა მიულოცა  საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის თავმჯდომარემ, სუსანა ხაჩატრიანმა, და ფესტივალს გადასცა თბილისიდან ჩატანილი „მიჯინქის“ ქადები.   

დღე სადღესასწაულო იყო ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაშიც.   მორწმუნეები ღვთისმსახურებაზე იყვნენ მისულნი ამ დღისთვის  სპეციალურად გამომცხვარი მრავალი სახეობის ქადით. ყოველწლიურად ფესტივალის    მონაწილეთა რაოდენობა იზრდება,  მდიდრდება ქადის სახეობები.   ფესტივალს ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალქალაქისა და კუმურდოს  მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს წარმომადგენლები, ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდის დირექტორი აშოტ ჰაკობიანი, თანამდებობის პირები, კულტურის მოღვაწეები.   

სამცხე-ჯავახეთისა და წალკის  საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის,  არქიმანდრიტ  ბაბგენ სალბიანის, საპატიო წინამძღოლობით და   ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვრების მონაწილეობით შესრულდა საზეიმო ღვთისმსახურება. შემდეგ მოკლე მიმოხილვა წარადგინეს „მიჯინქისა“ და ჯავახეთში  „სომხური ქადის“ ფესტივალის შესახებ.  მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ მომლოცველები არმა გალოინი და  არარატის საპატრიარქო ეპარქიის ანსამბლი „წაღკაზარდ“. ფესტივალის მონაწილეებმა მიიღეს სიგელები  და ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდის მხრიდან წინსაფრები - ლოგოთი - „სომხური ქადა“.  ცერემონია გაგრძელდა ეკლესიის ეზოში, სადაც გამოვიდნენ ვიკარიატის ცეკვის ანსამბლები - „ვაჩიანი“ და „ზართონქ“   (სამხატვრო ხელმძღვანელი: ნასლეთ ქეიანი).  დღესასწაულზე დამსწრეებს გაუმასპინძლდნენ ქადით.

"მიჯინქის“ დღეს ხალხმრავლობა იყო   ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ეკლესიაში.  

ნინოწმინდის რაიონის სულიერი მოძღვრის, მღვდელ არმაშ პოღოსიანის, და მღვდელმსახურთა მონაწილეობით შესრულდა საღამოს ღვთისმსახურება, შემდეგ დალოცეს საკონკურსო ქადები, რომლებიც წარადგინეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „რაფაელ ჯავახ“ ცენტრის  (დირექტორი: ჟორა სნხჩიანი) მიერ ორგანიზებულ ფესტივალ-კონკურსზე „სომხური ქადა“.

ზეიმი გაგრძელდა ცენტრის ეზოში. სანამ საკონკურსო კომისია შეარჩევდა საუკეთესო ქადებს, სიმღერის გუნდმა და ცენტრის ცეკვის ანსამბლმა ღია ცის ქვეშ კონცერტი გამართეს შეკრებილთათვის. გამარჯვებულებმა მიიღეს დიპლომები და საჩუქრები.    

მარხვის გაშუალედება სათანადოდ და ხალხური ტრადიციით აღინიშნა ასევე ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ადგილობრივმა მცხოვრებმა 50-მა დიასახლისმა. ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ   აჭარაში,  გურიასა და იმერეთში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული   ბატონი ეღიშე  სარგსიანი, საზოგადო მოღვაწეები. კონკურს-ფესტივალის გამარჯვებულებმა მიიღეს სუვენირები, მორწმუნეთაგან იღბლიანებს კი წილად ხვდათ ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერი მოძღვრის, მღვდელ არარატ გუმბალიანის მიერ  ნაკურთხი და ქადებში მოთავსებული ჯვრები.    ღონისძიებას საზეიმო ელფერი შესძინეს  „ალექსანდრე მანთაშევის“ სახელობის ცენტრის აღსაზრდელთა შემოქმედებითმა ჯგუფებმა.

საეკლესიო დღესასწაულებთან ერთად  ხალხური ტრადიციების აღდგენა ახალ ელფერს სძენს მორწმუნეთა ცხოვრებას.

1 2 3 4 

5 6 7 8 

9 10 11 12 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)