1geo

fb you od

სომხური არმიის დღე აღნიშნეს ახალქალაქში და ახალციხეში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

a1 

2017 წლის 29 იანვარს, ახალქალაქის ახალგაზრდულ  ცენტრში  გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა სომხური არმიის  25-ე წლისთავს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალგაზრდული ცენტრის   სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის აღსაზრდელები,  ასევე ინდივიდუალური მომღერალი ალფონ კულაღსზიანი სოფელ კარტიკამიდან.

ღონისძიების ორგანიზებას მხარი  დაუჭირეს ახალგაზრდული ცენტრის პედაგოგებმა. შესრულდა სიმღერები, ცეკვები, მოეწყო პატარა ინსცენირება, წაიკითხეს ლექსები.   

პატარა ბავშვები დიდი ენთუზიაზმით და სიამაყით კითხულობდნენ პატრიოტულ ლექსებს.  

ღონისძიების ბოლოს დამსწრეებს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ცენტრის დირექტორმა, არტურ გაბრიელიანმა.   

"გილოცავთ სომხური არმიის 25-ე წლისთავს. სომეხ ხალხს თავისი ისტორიის მანძილზე   ბევრჯერ ჰქონდა ძლიერი ,  მცირე კონტინგენტით, მაგრამ თითქმის ყოველთვის წარმატებული არმია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სომხური არმია შედგა და ძლიერია, ამის ნათელი დასტური აპრილის ოთხდღიანი ომია“, - განაცხადა    არტურ გაბრიელიანმა.   

ღონისძიება დასრულდა მაყურებლისა და მონაწილეთა მილოცვებითა და პატრიოტული სიმღერებით.

2017 წლის 29 იანვარს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში, სომხური არმიის   ფორმირების  25-ე წლისთავთან დაკავშირებით, აღევლინა საღმრთო ლიტურგია, რომლის დროსაც მწირველმა მღვდელმა მამა თორგომ ვარდანიანმა იქადაგა სომხური არმიის, სომხეთის შეიარაღებული ძალების რესტრუქტურიზაციის შესახებ და მორწმუნეებს მიულოცა დღესასწაული.

საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, სულიერი მოძღვრის ღირსეული მღვდლის, ჰაკობ საჰაკიანისა, და მღვდელ თორგომ ვარდანიანის მიერ შესრულდა პანაშვიდის წესი, სომხური არმიის გმირულად დაცემული ჯარისკაცების ხსოვნის უკვდავსაყოფად.

a2 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)