1geo

fb you od

თბილისში დაიწყო სომხური არმიის 25-ე წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

1 

სომხური არმია  25 წლისაა. ფორმირების  მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, ახლებურად შექმნილმა სომხურმა  არმიამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის ძლიერი და ბრძოლისუნარიანია, ის გახდა ქვეყნის დამოუკიდებლობისა  და ხალხის უსაფრთხოების გარანტი, დაიმსახურა მთელი ერის ნდობა და დიდი სიყვარული. ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე თავდადებით მდგომი შეიარაღებული ძალების საიუბილეო თარიღს სომეხი ხალხი სომხეთში, არცახსა და მის ფარგლებს გარეთ სათანადო დონეზე აღნიშნავს.

2017 წლის 26 იანვარს, თბილისში დაიწყო სომხური არმიის 25-ე წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები.

საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ სამველ რამაზიანის  ინიციატივით, დარბაზში „სამი საუკუნე“   მოეწყო ოფიციალური მიღება, რომელიც მიეძღვნა სომხეთის რესპუბლიკის  შეიარაღებული ძალების ფორმირების  25-ე წლისთავს.

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს    ყოფილი თავდაცვის მინისტრი, გენერალ-ლეიტენანტი დავით თევზაძე, ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოს სამხედრო წარმომადგენლად დანიშნული, შეირაღებული ძალების    გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ეროვნული გვარდიის სარდალი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე, შეირაღებული ძალების      გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე,   პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე, თავდაცვის სამინისტროსა და შეირაღებული ძალების    გენერალური შტაბის  მთავარი სამმართველოებისა და სამსახურების   უფროსები, საქართველოს ძალოვანი უწყებების თანამდებობის პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური  და სამხედრო-დიპლომატიური, კორპუსის წარმომადგენლები -    აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის, შვეიცარიის, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლიტვის , ლატვიის, ესტონეთის, უკრაინის, ირანის, ყაზახეთის ელჩები, დესპანები, მრჩევლები,   სამხედრო და სხვა ატაშეები, საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის   წარმომადგენლები,  სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის  ხელმძღვანელები (უილიამ ლაჰიუს ხელმძღვანელობით),  წამყვანი ქართული სამხედრო ექსპერტები და სამხედრო მედიასაშუალებების კორესპონდენტები, სასულიერო პირები, სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები თბილისიდან და სამცხე-ჯავახეთიდან.

ღონისძიებას თავისი დასწრებით პატივი დასდო  საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ,  ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.

დარბაზში საზეიმოდ შემოიტანეს  სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები, შესრულდა ორი ქვეყნის    სახელმწიფო ჰიმნები.   ღონისძიება აკურთხა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის  საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსმა არქიმანდრიტმა ბაბგენ სალბიანმა.

 საქართველოში სომხეთის საელჩოს  სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა სამველ რამაზიანმა ისაუბრა სომხური არმიის განვლილ ისტორიულ გზაზე, სომხეთის რესპუბლიკის  შეიარაღებული ძალების  რესტრუქტურიზაციაზე, დააფასა   სომხურ-ქართული საუკუნოვანი მოკავშირეობა, განსაკუთრებით  ხაზი გაუსვა ორი ხალხის ერთობლივი ძალისხმევით გარეშე მტრებისათვის  წინააღმდეგობის გაწევას, ერთმანეთის მხარდაჭერის ისტორიულ ეპიზოდებს, რის შედეგადაც ორმა უძველესმა ქრისტიანულმა ერმა შეძლო თვითმყოფადობის შენარჩუნება და დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენა, სომეხი და ქართველი ხალხის საუკუნოვანი მეგობრობის  განვითარება და გაღრმავება.   

ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის განვითარების სულისკვეთებით  გამოვიდა  გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელმაც   თბილად მიულოცა სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს   იუბილე.   "მიქცევ-მოქცევით სავსე მსოფლიოში ყოველ მომენტში ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს,   მთელი სერიოზულობით, შემიძლია ვთქვა, რომ ცვლილებას არ ექვემდებარება ისტორიულად მეზობელი ორი ქრისტიანი ერების - სომხებისა და ქართველების, მეგობრობა, რომელიც  ურყევია, როგორც ამ ორი ერის არმია და   შეიარაღებული ძალები”, - აღნიშნა თავის გამოსვლაში საქართველოს   გენშტაბის ყოფილმა უფროსმა და  შეიარაღებული ძალების ყველა მოსამსახურეს უსურვა მშვიდობიანი ცა და  უსაფრთხო სამსახური.

შემდეგ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს სამხედრო ატაშემ გენერალ-მაიორს, რომელიც ბრიუსელში უნდა გაემგზავროს, გადასცა საპატიო სიგელი    - ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის.

არმიისა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო სულისკვეთების შესაფერისად, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ტარონ“ ცეკვის ანსამბლმა  (ქორეოგრაფი: სურენ აბრამიანი) წარმოადგინა „შატახი რაზმაპარ“ და „იახუშტა“ ცეკვები, შესრულდა სომხური ეროვნული და სამხედრო სიმღერები. სამხედრო ატაშემ და საპატიო სტუმართაგან გენერლებმა   ვახტანგ კაპანაძემ, დავით თევზაძემ და   პოლკოვნიკმა ჯაბახიძემ გაჭრეს საზეიმო ტორტი, რის შემდეგაც სტუმრებს გაუმასპინძლდნენ, სომხური, ქართული და სხვა ხალხების სიმღერებისა და ცეკვების თანხლებით.   

სომხური არმიის დღის საზეიმო ღონისძიება იქცა    გმირული გზა განვლილი შეიარაღებული ძალების განდიდების დღესასწაულად. საზეიმო ღონისძიებები  თბილისის სომხურ სათვისტომოში გრძელდება.

1 1 1 2 1 3 1 4 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)