1geo

fb you od

შობისა და ნათლისღების დღესასწაული ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

1 

2017 წლის 6 იანვარს,  შობისა  და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულზე ბათუმის  „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში აჭარის, გურიისა და   იმერეთის სომხების სულიერმა მოძღვარმა, მღვდელმა არარატ გუმბალიანმა, სამღვდელოების მონაწილეობით, აღავლინა  საღმრთო ლიტურგია. ასობით    მორწმუნე იყო გაერთიანებული    მაცხოვრის დაბადების საიდუმლოზე ქადაგების მოსასმენად.  ყველა სასიხარულო ამბავს ახარებდა ერთმანეთს - ქრისტე იშვა და მოგვევლინა.

საღმრთო ლიტურგიის დასასრულს შესრულდა წყალკურთხევის ცერემონია,   ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს, მდინარე იორდანეში   ნათლობის ნიშნად.

ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიას    ეწვივნენ და  მორწმუნეებს შობის დღესასწაული მიულოცეს:  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ,   უზენაესი საბჭოს წევრმა, ილია ვერძაძემ,   განათლების, მეცნიერებისა და სპორტის  მინისტრმა, ინგა შამილაშვილმა, ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა,   ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა, ჰოსეინ მაშჰადიმ,   აჭარის ავტონომიურ  რესპუბლიკაში სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა, ეღიშე სარგსიანმა.

სომხურ ეკლესიას ეწვია და დღესასწაულთან დაკავშირებით მისალოცი სიტყვა თქვა ასევე აჭარის რომაულ-კათოლიკური  ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა გაბრიელ ბრაგანტინიმ. სადღესასწაულო წირვას აშუქებდა ტელეკომპანია „აჭარა“.

1 1 1 2 1 3 1 4 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)