1geo

fb you od

სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა მიიღო ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

123456 

2016 წლის 6 დეკემბერს,  სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა, უწმინდესმა და უნეტარესმა გარეგინ მეორემ მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში მიიღო  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი  ნიკოლოზ ფაჩუაშვილი,  სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის, არქიმანდრიტ  ბაბგენ სალბიანის თანხლებით.

სომეხთა პატრიარქი მიესალმა მიტროპოლიტ ნიკოლოზს სრულიად სომეხთა სასულიერო ცენტრში,    თბილად გაიხსენა თავისი პატრიარქალური ვიზიტი ახალქალაქში. უწმინდესმა ისაუბრა მიტროპოლიტის თავდადებულ საქმიანობაზე და დაატასტურა, რომ    ვიზიტის დროს გახდა მოწმე სომხურ და ქართულ სათვისტომოთა და ორი ეკლესიის სტრუქტურათა შორის არსებული თბილი ურთიერთობებისა და  მჭიდრო თანამშრომლობის, რაშიც დიდია  მიტროპოლიტ ნიკოლოზის წვლილი.  

მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა სომეხთა კათოლიკოსს მადლიერება გამოუხატა და გამოთქვა სიხარული სომხეთში ვიზიტისათვის. შეხვედრისას ისაუბრეს ეკლესიების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაწყვეტისკენ მიმართულ  ძალისხმევაზე, ასევე შეეხნენ ეკლესიათა სასულიერო-საგანმანათლებლო მოღვაწეობას, კერძოდ სამღვდელოების ახალი თაობის   მომზადებასა და    პასტორალურ  მომსახურებას.

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა   ხაზგასმით ისაუბრა ორ ხალხს შორის  ურთიერთობებისა და კავშირების  განვითარების შესახებ,   ჩვენ  ხალხებს შორის არსებული  ისტორიული  ერთიანობისა და მსგავსი  ტრადიციების გათვალისწინებით.   

მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა  ხაზი გაუსვა იმას, რომ იგი მსახურობს ახალქალაქში, სადაც მოსახლეობის 97 პროცენტი ეთნიკური  სომეხია. წლების განმავლობაში, მან მოასწრო გარკვეულწილად გაცნობოდა     რეგიონის სომხების ტრადიციებსა და კულტურას. მიტროპოლიტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში კარგად არის წარმოდგენილი სომეხთა  ეკლესია, რისი თქმაც არ შეიძლება სომხეთში  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ. მიტროპოლიტმა თავისი ვიზიტი დაუკავშირა მეზობელი ქვეყნის კულტურის, ტრადიციებისა და ყოფა-ცხოვრების ღრმად გაცნობის  საჭიროებას.   წლების წინ, როცა სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა, ახალქალაქში პატრიარქალური ვიზიტის დროს, მიტროპოლიტი მიიწვია სომხეთში,   მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ნიკოლოზმა სიამოვნებით მიიღო მიწვევა.

შეხვედრის დროს ისაუბრეს ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის     სამღვდელოებასთან მიტროპოლიტის თბილ   ურთიერთობებზე.  დააფასეს ორი ხალხის ისტორიული    კავშირები  და საერთო ტრადიციები.   აღნიშნეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის     „ჰაიარტუნ“  ცენტრში  მოწყობილი გამოფენა, სახელწოდებით „წმინდა ეჯმიაწინის მხატვრები თბილისში“, რომელიც მიეძღვნა  ქალაქის ტრადიციული თბილისობის დღესასწაულს. მეუფე ნიკოლოზის მიწვევით აღნიშნული გამოფენა მოეწყო ახალქალაქშიც და გახდა ქალაქ ეჯმიაწინთან თანამშრომლობის დასაწყისი. ახალქალაქში იყო ჩასული კინოფესტივალი "ოქროს გარგარი", რომლის ფარგლებშიც ნაჩვენები იქნა სომხურ-ქართული  ფილმები, ხაზი გაესვა კულტურული თანამშრომლობის   შემდგომაც გაგრძელების საჭიროებას. ისაუბრეს ასევე მომლოცველობებზე, სომხურ სათვისტომოსთან შეხვედრებზე, მონაწილეობაზე სომხურ ეროვნულ  დღესასწაულებსა და ღონისძიებებში.

ბოლოს სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა კიდევ ერთხელ დააფასა მიტროპოლიტ ნიკოლოზის თბილი     დამოკიდებულება სომხური ეკლესიისა და სამცხე-ჯავახეთის სომხური მოსახლეობისადმი,    უსურვა ღვთის მფარველობა   მის  საპასუხისმგებლო მისიაში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის  საგარეო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორი   მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა არქიეპისკოპოსი ნათან  ჰოვანისიანი.

სულიერ  ცენტრში ვიზიტის დროს მიტროპოლიტი ეწვია მატენადარანს, მუზეუმებს, შეხვედრები ჰქონდა ეჯმიაწინის მერთან, სხვა თანამდებობის პირებსა და ადგილობრივ მხატვრებთან.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)