1geo

fb you od

ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის სინოდის კრება PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

Sinodi nist 

2016 წლის 19 ნოემბერს, გაიმართა  საქართველოს ევანგელურ-ლუთერული სინოდის კრება.

დღის წესრიგი მოიცავდა 15 საკითს, მათ შორის  საქართველოს ევანგელურ-ლუთერული  ეკლესიის  ახალი ეპისკოპოსის არჩევნები. წამოყენებულ იქნა  მარკუს  შოხის   (ლატვია) კანდიდატურა.

სხდომას ესწრებოდნენ სინოდის წევრები,  საქართველოს  რელიგიის საკითხთა   სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე  ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოში  გერმანიის ფედერაციის საელჩოს ატაშე ქრისტოფერ ფრონცეკე,   გერმანიის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის დელეგაცია,  ბაპტისტური ეკლესიის და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის  წარმომადგენლები.   

სინოდს მიესალმნენ   საქართველოს  რელიგიის საკითხთა   სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე  ზაზა ვაშაყმაძე, ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარი,    მისი  ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი  მერაბ გაფრინდაშვილი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწე, არქიმანდრიტი ხორენ ჰოვანისიანი.

არქიმანდრიტმა ხორენმა სინოდის წევრებსა და დამსწრეებს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის, სალამი და  კეთილი სამუშაოს სურვილები,    ასევე  მადლობა გადაუხადა საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოს  ჰანს იოჰან კიდერლენს,    ბოლო რვა წლის განმავლობაში  საქართველოს სომეხთა ეპარქიასთან თანამშრომლობისათვის,  წარმატება უსურვა მას და იმედი გამოთქვა, რომ ახალი წინამძღვრის დროსაც გაგრძელდება საქართველოს სომეხთა ეპარქიისა და   ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ნაყოფიერი თანამშრომლობა.

ევანგელურ- ლუთერული ეკლესიის სინოდის სხდომას არქიმანდრიტ ხორენ ჰოვანისიანთან ერთად ესწრებოდა ეპარქიის სამართლებრივ საკითხთა განყოფილების დირექტორი მიქაელ ავაგიანი.

4020IMG 0686 5911IMG 0709 IMG 0691 IMG 0699

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)