1geo

fb you od

ეჯმიაწინის მერმა მონაწილეობა მიიღო მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაულში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

IMGP0080 

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2016 წლის 14 ოქტომბერს, აღნიშნა მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაული.

საქართველოს სულიერი ცენტრის, მცხეთის, მერის მოწვევით, დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოში ჩამოვიდა სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ეჯმიაწინის მერიის დელეგაცია - მერის, კარენ გრიგორიანის, ხელმძღვანელობით.

სომხეთის სულიერი ცენტრიდან ჩასულ დელეგაციას შეხვდა მცხეთის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე. შემდგარი საუბრის დროს დაძმობილებული ქალაქების ხელმძღვანელებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები და სომეხი და ქართველი ხალხების სულიერი ცენტრების თანამშრომლობის პერსპექტივები.

ეჯმიაწინის მერიის დელეგაცია ჯვრის მონასტერში დაესწრო სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას. სტუმრები ეწვივნენ ასევე ქალაქის ახალად გახსნილ კულტურულ ცენტრს, დაათვალიერეს წარმოდგენილი ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა, ქალაქის ცენტრში დაესწრნენ მცხეთობა - სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.

ქალაქ ეჯმიაწინის მერი კარენ გრიგორიანი და მისი თანხლები საკრებულოს წევრი არამაის მირზოიანი, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის პასუხისმგებელი სონა მათევოსიანი ეწვივნენ ქალაქ თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიას. გაიმართა შეხვედრა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწესთან, არქიმანდრიტ ხორენ ჰოვანისიანთან. სტუმრებმა სანთლები დაანთეს და ილოცეს სომხურ უძველესი ტაძარში.

ეჯმაიწინიდან ჩამოსული სტუმრები შეხვდნენ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში გასულ პარტია "ქართული ოცნების" ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ დავით ჭიჭინაძეს. საუბრის დროს შეეხნენ, არჩევის შემთხვევაში, სომეხთა სულიერი ცენტრისა და თბილისის სომხებით დასახლებული რაიონის კულტურული ურთიერთვიზიტების და თანამშრომლობის საკითხებს.

1 1 1 2 1 3 1 4 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)