1geo

fb you od

თბილისის მორწმუნეების მომლოცველობა ახალ ვარაგავანქში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

Varaga 

ვარაგის წმინდა ჯვრის დღესასწაული სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის განსაკუთრებულ და საყვარელ დღესასწაულთაგანია, რომელსაც მხოლოდ სომხური ეკლესია აღნიშნავს. მას აქვს ეროვნული დღესასწაულის სახე. დღესასწაული წელს აღინიშნა 25 სექტემბერს.

2016 წლის 25 სექტემბერს, გამთენიისას, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევითა და კეთილი სურვილებით, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მორწმუნეთა ერთი ჯგუფი, ღირსეული მღვდლის, მანუკ ზეინალიანის, ხელმძღვანელობით მომლოცველობაზე გაემართა სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ტავუშის ეპარქიის ახალ ვარაგავანქისკენ (სომხეთის რესპუბლიკა).

თბილისის სომეხმა მომლოცველებმა, სხვადასხვა ქალაქებიდან და რაიონებიდან ჩამოსულ ასობით სხვა მომლოცველთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს საღმრთო ლიტურგიაში, რომელიც აღავლინა ტავუშის ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ბაგრატ გალსტანიანმა.

წირვის დროს, მწირველმა ეპისკოპოსმა სათანადოდ იქადაგა დღის საიდუმლოზე, ვარაგის წმინდა ჯვრის, მაცხოვრის ჯვრის ამ პატარა წმინდა ნაწილის მიმართ ქრისტიანთა თაყვანისცემის, სიყვარულისა და პატივისცემის შესახებ. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მისი კურთხევა და კეთილი სურვლები გადასცა სხვადასხვა ეპარქიიებიდან ჩამოსულ მომლოცველებს, თბილი სიტყვებით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიას, ეპარქიის წინამძღვარს და თბილისიდან ჩასულ მომლოცველებს.

ამის შემდეგ, ახალ ვარაგავანქში მოაბრძანეს მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწნიდან ჩამობრძანებული მაცხოვრის ჯვრის წმინდა ნაწილი, რომელიც მანამდე შემოატარეს ტავუშის ეპარქიის ყველა ქალაქსა და რაიონში.

საღმრთო ლიტურგიის დროს, ჯვრის ზიარება მიიღეს ასევე თბილისელმა მომლოცველებმაც. გვიან საღამოს „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მორწმუნეები სულიერად გამდიდრებულნი დაბრუნდნენ თბილისში.

1 1 1 2 1 3 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)