1geo

fb you od

საკათედრო „სურბ გევორგმა“ უმასპინძლა ბავშვებს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

St.gevorg 

2016 წლის 1 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის ეზოში მოწყობილი ხატვის საქველმოქმედო კონკურსი მიეძღვნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ღონისძიება ორგანიზებული იყო ფონდ "სომხეთის განვითარების ინიციატივების" და საქართველოს "მხარდაჭერა" საგანმანათლებლო ასოციაციის ინიციატივით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის მხარდაჭერით.

ფონდ IdeA-ს წარმომადგენლის, ელეონორა მალხასიანის და საქართველოს "მხარდაჭერა" საგანმანათლებლო ასოციაციის თავმჯდომარის, ქეთევან აბესაძის, ხელმძღვანელობით, დედაქალაქის საჯარო და კერძო სკოლების 50 -მდე სხვადასხვა ეროვნების მოსწავლე, მშობლების და მასწავლებლების თანხლებით, ეწვია ებრაულ სინაგოგას, მუსლიმურ ჯუმა მეჩეთს და მართლმადიდებლურ სიონის ტაძარს. შემდეგ ბავშვები ესტუმრნენ "სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიას, სადაც მათთვის ორგანიზებული იყო "მე ვხატავ ძველ ქალაქს" ლოზუნგით ნახატების კონკურსი. ორსაათიანი პრაქტიკული მუშაობის შემდეგ, ბავშვებმა დახატეს ძველი ქალაქის სურათები. ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეთათვის სხვადასხვა ერების მშვიდობიანი თანაცხოვრების გაცნობას, მათ ჩართვას საქველმოქმედო აქტივობებში და მათი შემოქმედებითი თვითგამოხატვის უნარების განვითარების ხელშეწყობას.

პატარებს  საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ლოცვა-კურთხევა და სიყვარული გადასცა და კეთილი სურველებით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწემ, არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა.

ღონისძიებას მიესალმა "ჰაიარტუნ" ცენტრის ხელმძღვანელი ლევონ ჩიდილიანი და საქართველოს "მხარდაჭერა" საგანმანათლებლო ასოციაციის თავმჯდომარე ქეთევან აბესაძე.

კონკურსის მონაწილეთა ნამუშვრებს საბოლოო სახით შეაფასებს ჟიური და აუქციონის ფორმით გაიყიდება "ჰაიარტუნ"ცენტრში. შემოსული თანხა ჩაირიცხება კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლის საბანკო ანგარიშზე.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბავშვებისთვის დღესასწაულად აქცია "ჰაიარტუნ" ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით გამართულმა კონცერტმა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების დროს ერთმა მომლოცველმა სომხეთიდან (ვანაძორიდან) აღნიშნულ პროგრამას საჩუქრად გადასცა 500 ლარი.

ღონისძიების დასასრულს ბავშვებს გაუმასპინძლდნენ ტკბილეულით.

IMGP0003 IMGP0325 IMGP0328 IMGP0356 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)