1geo

fb you od

თუმანიანისადმი მიძღვნილი ზეიმი ბათუმის ალექსანდრე მანთაშევის სახელობის ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Batumi 

2016 წლის 22 მაისს, სადღესასწაულოდ იყო მოწყობილი საქართველოს სომეხთა ეპარქიის ალექსანდრე მანთაშევის სახელობის საგანმანათლებლო-კულტურული და ახალგაზრდული ცენტრი. ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების ერთიანი ძალისხმევით მოწყობილი ლამაზი ღონისძიება თუმანიანის ხსოვნას მიეძღვნა. ცენტრის დეკლამაციისა და თეატრალური წრეების მასწავლებლის, სათენიკ დანიელიანის, ხელმძღვანელობით ორგანიზებულ ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ სიმღერის გუნდი „აღბიურ“, ხელმძღვანელ რუზანა ჰოვანისიანის და ცეკვის ანსამბლი „ჰეღნარ“, ქორეოგრაფ მერინე პოღოსიანის ხელმძღვანელობით.

თეატრალიზებული გაფორმებით და ლამაზი შესრულებებით წარმოდგენილ იქნა ჰოვანეს თუმანიანის ტაეპები, ზღაპრები, ნაწყვეტი არმენ ტიგრანიანის ოპერიდან „ანუშ“. ყურადსაღებია ის საზეიმო განწყობა, რომელმაც მოიცვა ყველა - დიდი თუ პატარა, ზეიმის მონაწილე თუ მაყურებელი. მიზანი კი ერთი იყო - თაობებისათვის დიდი სომეხი პოეტის მარად აქტუალური და ღრმა ფილოსოფიური შინაარსის ნაწარმოებების გადაცემა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, ალექსანდრე მანთაშევის სახელობის ცენტრის დირექტორმა სონა ჰოვანისიანმა კმაყოფილების სიტყვით მიმართა ღონისძიების ორგანიზატორებს, მათი თავდადებული შრომისა და სომეხი ბავშვების სომხური სულისკვეთებით აღზრდისათვის. ცენტრის ხელმძღვანელმა მაღალი შეფასება მისცა ცენტრის აღსაზრდელთა გულმოდგინე სწავლას, მშობლებს კი - მადლიერება გამოუხატა ბავშვების სომხური ტრადიციებით აღზრდისათვის.

დასასრულს, კურთხევისა და მადლიერების სიტყვით გამოვიდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის აჭარის, გურიისა და იმერეთის სომეხთა სულიერი მოძღვარი მღვდელი არარატ გუმბალიანი. ღირსეულმა მამა არარატმა დამსწრეებს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა და სიყვარული. სულიერი მამა მიესალმა იმ წინსვლას, რომელიც აშკარად ჩანს ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფების აღსაზრდელთა გამოსვლებში.

თუმანიანისადმი მიძღვნილი ზეიმი იქცა ლამაზ გვერდად ბათუმის ალექსანდრე მანთაშევის სახელობის ცენტრის ქრონიკაში.

100 1692 100 1716 100 1735 1 

13285647 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)