1geo

fb you od

თბილისელი სომხების მომლოცველობა წმინდა მიწაზე PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Jerusalem 2 

2016 წლის  28 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერი მოძღვრის, მღვდელ ნარეკ ღუშჩიანის, ხელმძღვანელობით თბილისელი სომეხი მორწმუნეების ჯგუფი გაემგზავრა იერუსალიმში. მომლოცველობამ გასტანა 10 დღე და თითოეული მომლოცველის ოცნება ახდა.

წმინდა მიწაზე მომლოცველობა სომხებისთვის განსაკუთრებით სანუკვარი ოცნებაა. იმ ერის შვილების, რომელმაც მსოფლიოში პირველმა აღიარა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად, და რომელსაც იერუსალიმში სომხური საპატრიარქო აქვს, სანუკვარი ოცნებაა სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთ საპატრიარქოში მოლოცვა. სომეხთა მომლოცველობის ოქროს ჯაჭვის ერთ-ერთ რგოლად იქცა თბილისელი სომხების აღნიშნული მომლოცველობა.

აღსანიშნავია, რომ იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იერუსალიმში ზეიმობენ იულიუსის კალენდრით, ამიტომ თბილისელი მომლოცველები ბედნიერნი იყვნენ ასევე იმით, რომ წმინდა მიწაზე იყვნენ ვნების კვირის განმავლობაში და მონაწილეობა მიიღეს ღვთისმსახურებებში, დილის და ღამის წმინდა ლიტურგიებში, ყველა რიტუალურ ცერემონიებში, რამაც მათი სულები აავსო აუხსნელი მშვიდობითა და სიხარულით.

ათდღიანი მომლოცველობის დროს საქართველოს სომეხთა ეპარქიის მომლოცველებს შეუერთდნენ მომლოცველები სომხეთიდან, პოლონეთიდან, რუსეთსა და კანადიდან.

მღვდელმა ნარეკ ღუშჩიანმა წმინდა აღდგომის, ღვთისმშობლის საფლავზე მდებარე წმინდა ღვთისმშობლის ტაძრებში აღავლინა საღმრთო ლიტურგია, რომელსაც ესწრებოდნენ მომლოცველები და მიიღეს ზიარება.

თბილისელმა სომეხმა მომლოცველებმა მონაწილეობა მიიღეს ბრწყინვალე აღდგომის მომდევნო დღის მომლოცველთა საღმრთო ლიტურგიასა და მსვლელობაში, რომელიც ტარდება წელიწადში ერთხელ, რომელიც გაიმართა წმინდა იაკობის ტაძარში მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის , არქიეპისკოპოს ნურჰან მანუკიანის საპატიო წინამძღოლობით. მომლოცველებს შესაძლებლობა მიეცათ ყოფილიყვნენ სომხური იერუსალიმის თანამონაწილენი.

მომლოცველები წარუშლელი შთაბეჭდილებებით, სულიერად განახლებულები, ნეტარების დიდი გრძნობით დაბრუნდნენ თბილისში, ოდესმე იქ დაბრუნდების მოლოდინით.

IMG 3946 IMG 3944 FullSizeRender 

IMG 3941 IMG 3942 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)