1geo

fb you od

აღდგომის ჭრაგალუიცი (საპასექო ცისკარი) PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

chragaluic 

2016 წლის 26 მარტს, დიდი შაბათის საღამოს, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს სომეხთა ეკლესიებში აღევლინა ჭრაგალუიცის (საპასექო ცისკრის) წმინდა წირვა.

ბათუმის "სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში ჭრაგალუიცის წმინდა წირვა აღევლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მის ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის, საპატიო წინამძღოლობით.

წირვის შემდეგ წინამძღვარმა ბათუმის ალექსანდრე მანთაშევის სახელობის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრში აღასრულა სახლკურთხევის ცერემონია.

თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში ჭრაგალუიცის წმინდა წირვას ესწრებოდნენ: საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, პოლკოვნიკი ბესარიონ ლოლაძე, პოლკოვნიკები: ნიკოლოზ აგლაძე, დიმიტრი კიკნაძე, საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები, თბილისის სომხური სათვისტომოს მოღვაწეები, სტუმრები და მორწმუნენი.

საღმრთო ლიტურგიის შემდგე საქართველოს სომეხთა ეპარქიის ქვემო ქართლის სომხური თემების სულიერმა მოძღვარმა არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა მორწმუნეებს მიულოცა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, სომხეთსა და საქართველოს უსურვა მშვიდობა, წინსვლა და განვითარება. არქიმანდრიტი საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის სახელით მიესალმა საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და სხვა ოფიციალური პირების დასწრებას „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში.

საქართველოს სომხებს წმინდა აღდგომის ჭრაგალუიცი (პასექის ცისკარი) მიულოცა თინათინ ხიდაშელმა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქრისტიანული რწმენისადმი ერთგულება საუკუნეების მანძილზე იყო სომხებისა და ქართველების ბრძოლით აღსავსე არსებობის თანამგზავრი. დღესაც, ტერორიზმის ფონზე, ერთადერთი სურვილი ისაა, რომ მშვიდობა სუფევდეს სომხეთში, საქართველოსა და მთელს მსოფლიოში .

„სურბ გევორგ“ ეკლესიის ჯვრის ნათლიის, იური ერემიანის, ინიციატივით მორწმუნეებს გაუმასპინძლდნენ.

 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)