1geo

fb you od

წმინდა ვარდანის და მის თანამებრძოლთა დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

DSC053 

2016 წლის 4 თებერვალს, თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით, ქვემო ქართლის სომხური თემების სულიერი მოძღვრის არქიმანდრიტ ხორენ ჰოვანისიანის მიერ აღევლინა წმინდა ვარდანის, მის თანამებრძოლთა და 1036 მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებული საღმრთო ლიტურგია.
ეს წმინდა ვარდანის და მის თანამებრძოლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი საღმრთო ლიტურგიაა, რომელიც აღევლინა რეკონსტრუირებული ტაძრის წმინდა ვარდანიანთა სახელობის ახალად ცხებულ საკურთხეველზე.

არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა ქადაგება დაიწყო მემატიანე ეღიშეს სიტყვებით, „გაუაზრებელი სიკვდილი სიკვდილია, გააზრებული - უკვდავება“, რომელიც ავარაირის ბრძოლის შემდეგ არსებობისთვის ყოველდღიურ ბრძოლაში სომხებისთვის სლოგანად იქცა და აშკარად ვლინდებოდა სამშობლოს საზღვრების საგუშაგოზე მდგომი ჯარისკაცების სამსახურში. მქადაგებელმა სათანადოდ განმარტა დღის საიდუმლო და მორწმუნეებს მოუწოდა იყონ ერთგულნი წმინდა ღევონდიან მღვდლებისა და წმინდა ვარდანის და მის თანამებრძოლთა ხსოვნისა და მემკვიდრეობისადმი, მზად იყონ თავგანწირვისათვის, როცა ეს ეხება რწმენასა და სამშობლოს.

საღმრთო ლიტურგიის დროს მქადაგებელი წმინდა მამის თავმჯდომარეობით შესრულდა პანაშვიდის წესი „ვასნ ჰამორენ ნნჯეცელოც აზგის ჰაიოც“ (სომეხი ერის მიცვალებულთათვის).

საღმრთო ლიტურგიის შემდეგ შესრულდა პატრიარქალური ლოცვა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის თავმჯდომარეობით. ერთობლივი ლოცვა აღევლინა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსატის სიმტკიცის და ბრწყინვალებისთვის და სრულიად სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის დღეგრძელობისთვის. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა დალოცა დამსწრეები და სასულიერო დასი, ისაუბრა სამშობლოსა და რწმენისადმი ერთგულებით მიღწეულ გამარჯვებაზე. წინამძღვარმა ისაუბრა ქართველი ხალხისთვის ვარდანიანთა ომის მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვა სომეხი და ქართველი ხალხების ბრძოლას სამშობლოს დაცვისა და თავისუფლებისათვის, ვარდან მამიკონიანისა და ვახტანგ გორგასლის ხელმძღვანელობით. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ყველა ვარდანს მიულოცა ვარდანობა.

წმინდანთა დღესასწაული საღმრთო ლიტურგიებით აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სომხურ ეკლესიებში.

DSC05310 DSC05346 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)