1geo

fb you od

დასრულდა "მშვიდობის ფონდის" ორთვიანი სასწავლო კურსი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

10620372 113328534337 

"მშვიდობის ფონდმა" (პრეზიდენტი: გიორგი თუმასიანი) საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ საგანმანათლებლო, კულტურულ და ახალგაზრდულ ცენტრთან (ხელმძღვანელი: ლევონ ჩიდილიანი) ერთად განახორციელა პროექტი "ვორკშოფი ეროვნული უმცირესობებისთვის", რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა დ ინტეგრაციის დონის გაზრდას. ორი თვის განმავლობაში, ყოველ პარასკევს, ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში იმართებოდა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ხასიათის შეხვედრები.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების ინიციატივით, სომეხი და სხვა ეროვნების წარმომადგენელი ახალგაზრდები ისმენდნენ ლექციებს ადამიანის, ეროვნული და რელიგიური უმცირესობების უფლებების, სახელმწიფო მიდგომების, ეთნიკური დისკრიმინაციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესახებ. შინაარსიანი იყო დებატები, დისკუსიები და ტრენინგები ნატო-სა და ევროკავშირის ფორმირებაზე, საქართველოს გაწევრიანებაზე ამ ორგანიზაციებში, საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე და მასში ეროვნულ უმცირესობათა როლზე, ეროვნულ უსაფრთხოებასა და რეგიონალურ კონფლიქტებზე.

პროექტის ფარგლებში "ჰაიარტუნ" ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა შეხვედრები ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) დირექტორ ეკა ჭითანავასთან, კაპიტან არმენ არაქელიანთან, რომელიც მსახურობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. სასწავლო კურსს უძღვებოდა ფონდის პრეზიდენტი.

2015 წლის 25 დეკემბერს, დასრულდა მშვიდობის ფონდის ორთვიანი პროგრამა "ვორკშოფები ეროვნული უმცირესობებისთვის". პროექტმა მაღალი შეფასება დაიმსახურა მონაწილეთა მხრიდან, კურსები მიჩნეულიქნა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბერკეტად. ბოლო შეხვედრაზე ფონდის მოღვაწეობა შეაჯამა "მშვიდობის ფონდის" პრეზიდენტმა გიორგი თუმასიანმა. მან მადლობა გადაუხადა "ჰაიარტუნ" ცენტრს და ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების დირექტორ ვალერი ბადალიანს, განყოფილების კოორდინატორ ნინა სეროპოვას, საუკეთესო პარტნიორობისა და გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზის შეხვედრების ჩასატარებლად დათმობისათვის.

შეხხვედრის დასასრულს ყველა მონაწილემ მიიღო კურსის მოსმენის სერტიფიკატი.

12370776 1128315897201312 2185045723542864383 o 12339489 1123967190969516 3301065904071320346 o 12291968 1116388651727370 6241093433752552467 o 

12247717 1112837165415852 4994458844199297905 o 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)