1geo

fb you od

"სურბ მოვსეს ხორენაცი" საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა საახალწლო ზეიმი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

nakhakrtaran 

2015 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში "სურბ მოვსეს ხორენაცი" საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა საახალწლო და საშობაო ზეიმი გაიმართა. დარბაზი, მასწავლებელ-აღმზრდელების ფანტაზიითა და მშობლების მხარდაჭერით, ტყის ველობად იყო ქცეული, სადაც ბავშვები შეკრებილნი იყვნენ, რათა ეჩვენებინათ, თუ როგორ იყვნენ მომზადებულნი თოვლის ბაბუასთან შესახვედრად, რომელსაც უნდა ეხარებინა 2016 წლის მოსვლა.

ზეიმი დაიწყო საუფლო ლოცვითა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის კურთხევით. დამსწრეებმა უყურეს ვიდეოფილმს, რომელშიც საბავშვო ბაღის პატარების მიერ თოვლის ბაბუასადმი წერილების მიწერის პროცესი იყო აღბეჭდილი, ახალი წლის ღამეს მათი საოცნებო საჩუქრის მიღების თხოვნით.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორმა და საბავშვო ბაღის გამგემ, ევგენია მარკოსიანმა, ღონისძიების გახსნის სიტყვის შემდეგ, სიტყვა გადასცა პატარებს. ბავშვებმა თავიანთი სიმღერითა და ცეკვით წარმოადგინეს წელიწადის ოთხი დრო, ზამთრისა და თოვლის ფანტელების განსაკუთრებული მოლოდინით, ასევე საშობაო და საახალწლო კეთილი სურვილებით მიმართეს სტუმრებს, პედაგოგებს, მშობლებს, ბებიებსა და ბაბუებს.

დამსწრეებს ზეიმისაგან მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ქვემო ქართლის რეგიონის სომხური თემების სულიერ მოძღვარ-ინსპექტორმა არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა და საქართველოში სრ საელჩოს მდივანმა კულტურის დარგში ელინა მკრტჩიანმა. მათ ხაზი გაუსვეს დარბაზის გაფორმებას, ბავშვების სამაგალითო ქცევას, გამართულ მეტყველებას, ლამაზ სიმღერასა და ცეკვას, რაც იმის დასტურია, რომ სკლამდელი დაწესებულება, ეპარქიის განათლების განყოფილების დირექციისა და პედაგოგიური პერსონალის ძალისხმევით ნორჩი თაობის ეროვნული სულისკვეთებით აღზრდის შემდგარი კერა არის, რომელიც მოღვაწეობს განვითარების სწორი მიმართულებით.

მშობლების სახელით საბავშვო ბაღის პედაგოგებისა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის და მის წინამძღვრისადმი მადლიერების სიტყვით გამოვიდა მღვდელი მანუკ ზეინალიანი, ვისი შვილებიც დადიოდნენ და დღესაც დადიან ამ საგანმანათლებლო კერაში.

ღონისძიების ბოლოს, თავის გამოსვლაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ისაუბრა „ჰაიარტუნ“ ცენტრის, კერძოდ, აღნიშნული საბავშვო ბაღის საქმიანობაზე, რომელიც ყოველ ჯერზე ახალი სილამაზით, ახალი დიზაინით და ახალი რეჟისურით წარსდგება, მაღალი შეფასება მისცა საბავშვო ბაღის პედაგოგების, ყველა თანამშრომლის სანუკვარ მუშაობას. წინამძღვარმა ხაზი გაუსვა ეკლესიის როლს თაობათა აღზრდის საქმეში, ადამიანის ცხოვრებაში ყოვლისშემძლე მფარველი უწოდა ყოველ დილით წმინდა ეჯმიაწინის ტაძარში ბავშვების ლოცვით დაწყებულ დღეს. ეპარქიის წინამძღვარმა დამსწრეებს გადასცა საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იური ვარდანიანის, "ჰაიარტუნის" ქველმოქმედ ბორის სააკოვის მილოცვები და საუკეთესო სურვილები და მადლიერება გამოუხატა აჭარაში სრ გენერალურ კონსულ არამ გრიგორიანს, ეპარქიის ადმინისტრაციულ-სამეურნეო განყოფილების დირექტორ კარენ ერიციანს და საბავშვო ბაღის მშობლებს, ბავშვების საშობაო საჩუქრებით გახარებისთვის. მეუფე ვაზგენმა ყველა მიიწვია შობისა და ნათლისღების ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად.

DSC04842 DSC04854 DSC04862 

DSC04864 DSC04869 DSC04873 

DSC04878 DSC04882 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)