1geo

fb you od

ეჯმიაწინელი მხატვრების გამოფენა ახალციხეში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

31732789 

2015 წლის 17 ნოემბერს, USAID-ის ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საზეიმოდ გაიხსნა სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ეჯმიაწინის მხატვრების ნამუშევართა გამოფენა.

გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური წარმომადგენლობიდან, ახალციხის მუნიციპალიტეტის, რაიონიული და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელები, კულტურის სამსახურის თანამშრომლები, ახალციხის სომხური სათვისტომოს წევრები, ხელოვნების მოყვარული საზოგადოების წარმომადგენლები.

გამოფენა მოეწყო სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუს არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანის და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის რეკომენდაციით და მოწვევით, რომელიც გაჟღერდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ „ჰაიარტუნ“ ცენტრში ეჯმიაწინელი მხატვრების ნამუშევართა გამოფენის გახსნაზე.

ახალციხეში ეჯმიაწინელი მხატვრების ნამუშევართა გამოფენას მიესალმნენ სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ქალაქ ახალციხის სულიერი მოძღვარი მღვდელმონაზონი ჰაკობ საჰაკიანი, „ვაჰრამ გაიფეჭიან“ კულტურის სახლის დირექტორი ალექსანდრე იგითხანიანი, ეჯმიაწინის მერიის კულტურის განყოფილების პასუხისმგებელი ნერსეს მელიქიანი და სხვები.

ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ მაღალი შეფასება მისცა გამოფენის ორგანიზებას და განაცხადა, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს სომხურ-ქართული კულტურული ურთიერთობების განვითარებას, და ეჯმიაწინის მერი კარენ გრიგორიანი დაპატიჟა ახალციხეში, ნებისმიერ დროს, და წაიკითხა „ახალციხეობის“ დღესასწაულზე დასწრების მისთვის განკუთვნილი მოწვევა.

ეჯმიაწინელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა ქალაქ ახალციხიდან გადაინაცვლებს ახალქალაქში და იქ გაგრძელდება 15 დეკემბრამდე.

10046777 56184000 78890622 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)