1geo

fb you od

მარინა კირაკოსიან-მოსესოვას პოეზიის ხიბლი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

m k 

2015 წლის 21 ნოემბერს ხალხმრავლობა იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში. ცნობილი პოეტის, მარინა კირაკოსიან-მოსესოვას, პოეზიის ხიბლმა აქ შეკრიბა პოეტური სიტყვის გულშემატკივრები.

დარბაზში ადგილები ეკავათ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩის მეუღლეს, ქალბატონ ელეონორა ვარდანიანს, საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის ხელმძღვანელ ვადიმ გორელოვს, სომეხ, რუს, ქართველ მკითხველებს, მხატვრული სიტყვის დამფასებლებს.

საუფლო ლოცვის და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის კურთხევის შემდეგ, საღამოს წარუძღვა თბილისის სომეხთა კავშირის თავმჯდომარე მიხაილ თადევოსოვმა. მან ისაუბრა ნიჭიერი პოეტის და მთარგმნელის განვლილ შემოქმედებით გზაზე, რომლის შედეგი 9 კრებულში თავმოყრილი პოეზიის ნამდვილი ნიმუშებია, რომლებმაც დაიმსახურეს მკითხველის სიყვარული და მაღალი შეფასება.

პოეტ-მთარგმნელს შემოქმედებითი საღამო მიულოცეს საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა ვადიმ გორელოვმა, საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომარე მერუჟან შაუმიანმა, მხატვარ-მოქანდაკე ლევონ ოსიპოვმა.

თბილისის 104-ე საჯარო სკოლის "ოქროს კალამი" კლუბის წევრებმა პოეტესას აჩუქეს მისი პოეზიიდან სომხურ და რუსულ ენებზე შედგენილი კომპოზიცია. სკოლის დირექტორმა ირინა ჟამკოჩიანმა კი განაცხადა, რომ მარინა კირაკოსიან-მოსესოვას ენიჭება მათი სკოლის „ოქროს კალამი“ კლუბის საპატიო წევრის წოდება.

ღონისძიების შემაჯამებელ სიტყვაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა მაღალი შეფასება მისცა მარინა კირაკოსიან-მოსესოვას პატრიოტულ, ფილოსოფიურ, შემეცნებით, ერისა და ხალხის, მამულისა და არცახისადმი მიძღვნილ ლექსებს, რომლებიც ერის ღირსეული შვილის, ნიჭიერი პოეტის, ნამდვილი სომეხი ქალბატონის გულის სიტყვაა, სულის ძახილი, ლოცვა და ვედრება, რომლითაც იგი მიმართავს უფალს.

საღამომ ჩაიარა სხვადასხვა შინაარსით, ექსპრესიულობით, მხატვრული სტილით დაწერილი ლექსების შთაბეჭდილების ქვეშ, რომელთაც ემოციური დიდი პათოსით კითხულობდა ავტორი და მსმენელი პოეზიის სამყაროში გადაჰყავდა.

DSC04515 DSC04524 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)