1geo

fb you od

აკურთხეს ეკლესიისა და სამრეკლოს გუმბათების ჯვრები და ზარი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

DSC 00412 

2015 წლის 12 სექტემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარ მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ შესრულდა ნინოწმინდის რაიონის სოფელ დიდი არაგიალის „სურბ ხაჩ“ ეკლესიისა და სამრეკლოს გუმბათების ჯვრებისა და ზარის კურთხევის წესი.

წმინდა ცერემონიალს ესწრებოდნენ მარნეულის რაიონის ახლად დანიშნული სულიერი მოძღვარი არქიმანდრიტი ხორენ ჰოვანისიანი და ნინოწმინდის რაიონის სულიერი მოძღვარი მღვდელი არმაშ პოღოსიანი.

მისმა ყოვლადუსამღდელოესობამ სულიერ მამებთან ერთად თავიდან წყლითა და ღვინით განწმინდა სანუკვარი ჯვრები და ზარი, შემდეგ წმინდა მირონით შეასრულა კურთხევის წესი.

ცერემონიალის დასრულების შემდეგ, ჯვრები განათავსეს ტაძრისა და სამრეკლოს გუმბათზე, შემდეგ დაკიდეს ზარი, რომლის პირველი ზარის დარეკვის პატივი ერგო „სურბ ხაჩ“ ეკლესიის აღდგენის ქველმოქმედ არტურ და აიდა ისოიანებს.

ეკლესიის ეზოში დიდი მხიარულება იყო. აქ იმყოფებოდნენ ასევე ნინოწმინდის რაიონის კულტურის განყოფილების გამგე და საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარე გევორგ სნხჩიანი, ეპარქიის სამეურვეო საბჭოს წევრი არამ სანოსიანი და სხვები.

ეკლესიის ჯვრების და სამრეკლოს კურთხევის შემდეგ შესრულდა ასევე სომეხთა გენოციდის მოწამე წმიდანად შერაცხულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მარმარილოს ხაჩქარის კურთხევის ცერემონია.

საეკლესიო ცერემონიალების შემდეგ, ქველმოქმედ ისოიანების ოჯახის სახელით, თემის წევრებსა და სტუმრებს გაუმასპინძლდნენ ტრადიციული შესაწირით.

დასასრულს უახლოვდება „სურბ ხაჩ“ ეკლესიის აღდგენისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები, 13 ოქტომბერს გაიმართება ეკლესიის ხელახალი კურთხევის ცერემონია.

DSC 0130 DSC 0201 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)