1geo

fb you od

სომხური კულტურა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

ibsu 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მართლაც მრავალეროვნული ოჯახი არის, სადაც პროფესიულ განათლებას იღებენ ახალგაზრდები მსოფლიოს 10 ქვეყნიდან. სტუდენტური ცხოვრება ამ უნივერსიტეტში არ შემოიფარგლება მხოლოდ ცოდნის სამყაროში ძიებებით. აქ მრავლად ტარდება სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებები. აქ უკვე ტრადიციადაა ქცეული სხვადასხვა ხალხთა კულტურისა და ნაციონალური თავისებურებებისადმი მიძღვნილი ფესტივალების ორგანიზება.

2015 წლის 19 მაისს გაიმართა უნივერსიტეტის მეორე საერთაშორისო კულტურის ფესტივალი, სადაც, სხვა ერებთან ერთად, წარმოდგენილი იყო სომეხი სტუდენტების მიერ მომზადებული სომხური კუთხე. განსაკუთრებულად მდიდარი და ნაირგვარი იყო სომხური სტენდი, სადაც გამოფენილი იყო სომხური ხალხური საკრავები, ხალიჩები, სურათები. სურნელოვანი და მდიდარი სამზარეულოს მაგიდაზე გამოფენილი იყო ტრადიციული ტოლმა, სომხური ქადა, შაქარ-ლოხუმი, ჯინგიალით პური, სუჯუხი, ბასტურმა და ასე შემდეგ.

სომხური კულტურა წარმოდგენილი იყო ასევე ეროვნული ცეკვით „იარხუშთა“, რომელიც თავისებურად შეასრულა ანსამბლმა „ანი“, ანგელინა ნაზარიან-ქოჩიანის ხელმძღვანელობით და „სასუნელი გოგონა ვარ“ სიმღერით, ემა ბაბაიანის ლამაზი შესრულებით.

 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სომეხ სტუდენტებს სომხური კულტურის სათანადოდ წარმოდგენაში მხარი დაუჭირა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრმა, დირექტორ ლევონ ჩიდილიანის და ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების დირექტორ ვალერი ბადალიანის ხელმძღვანელობით. სომხურმა ეროვნულმა კუთხემ და გამოსვლებმა დაიმსახურეს დამსწრეთა თბილი მიღება და მხურვალე ოვაციები.

DSC03097 DSC03099 DSC03111 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)