წიგნი "სომეხთა გენოციდი" ქართულად |
2015 წლის 16 მაისს, თბილისში, სასტუმრო "თბილისი მარიოტის" სააქტო დარბაზში გაიმართა სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ახალი ისტორიის განყოფილების გამგის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ რუბენ სააკიანის "სომეხთა გენოციდი" წიგნის ქართული გამოცემის პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე ჩამობრძანდნენ სრ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი აკადემიკოსი აშოტ მელქონიანი და წიგნის ავტორი. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი რუსლან პოღოსიანი, საქართველოში სრ საელჩოს მრჩეველი კარენ მელიქიანი, მოძმე ეკლესიების უმაღლესი სასულიერო პირები, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო-ქართლის სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები, სომეხი და ქართველი მეცნიერები, ისტორიკოსები, ქართული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერები, ებრაული, ასურული, იეზიდური, უკრაინული, ოსური, ბულგარული, ლატვიური და სხვა სათვისტომოების წევრები, თბილისის საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. ღონისძიების წამყვანმა გისანე ჰოვსეფიანმა, რომელიც ასევე წიგნის გამოცემის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია, ისაუბრა სომეხთა გენოციდის მე -100 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების საქართველოს საკოორდინაციო კომიტეტის სამუშაოებზე, და ერთ-ერთი საკვანძო პუნქტი უწოდა ქართული საზოგადოებისათვის ქართულ ენაზე სომეხთა გენოციდის შესახებ მეცნიერულად დასაბუთებული ლიტერატურის მიწოდებას. მან ხაზი გაუსვა სამუშაო ჯგუფის წევრების - მთარგმნელ ზოია მხითარიანის, მრჩეველ გივი შაჰნაზარის, რედაქტორ ხათუნა გაფრინდაშვილის, კოორდინატორ ლევონ ჩიდილიანის, კორექტორ დიანა ტერ-ბაღდასაროვას, დიზაინერ გოგა დავთიანის დაუღალავ შრომას, რის შედეგადაც განხორციელდა წიგნის გამოქვეყნება. დოქტორმა რუბენ საჰაკიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, ვისი კურთხევით და მხარდაჭერით განხორციელდა ნაშრომის გამოქვეყნება. მეცნიერმა აღნიშნა, რომ წიგნი უფრო ვრცელია და სომეხ მკითხველს წარუდგენს წლის ბოლოს, ამ გამოცემის მიზანი კი იყო მკითხველისთვის მარტივად და მოკლედ პირველი მსოფლიო ომის დროს დასავლეთ სომხეთსა და ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე განხორციელებული გენოციდის პოლიტიკის ისტორიის, ასევე სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში სომეხთა თავდაცვითი ბრძოლების წარმოჩენა, რომელთა წყალობით დასავლეთ სომხეთის სომხობის ნაწილი გადაურჩა განადგურებას და დამკვიდრდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. წიგნის მთარგმნელმა ზოია მხითარიანმა ისაუბრა წიგნზე მუშაობისას თავის განცდებსა და ღელვაზე, რამაც კიდევ უფრო გაუღრმავა იმის სიამაყე, რომ სომეხი არის. პრეზენტაციაზე ძირითადი მოხსენებით გამოვიდა აკადემიკოსი აშოტ მელქონიანი. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სომეხთა გენოციდზე მსოფლიოს 35 ენაზე 55-60 ქვეყანაში არსებობს საარქივო და ისტორიული მასალა, რომლებსაც აქვთ იმ წლებში თურქეთში არსებული სხვადასხვა ქვეყნების საელჩოთა, საკონსულოთა და მისიონერულ მისიათა ფაქსიმელიები, ამ მასალის ფოტოასლები როცა დაერთვის სომეხთა გენოციდის შესახებ ნაშრომებს, უდაოს ხდის ოსმალთა ჩადენილ დანაშაულს. ბატონმა მელქონიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ წიგნში აღწერილია ბათუმის გუბერნიაში ქართველებისა და სომხების, დიარბექირში -ასურელების, ტრაპზონში - ბერძნების წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდი. მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, სომხების წინმსწრები შეტევების ნაკლებობა, და ხაზი გაუსვა იმას, რომ სომხები უმეტესად თავდაცვით ბრძოლებს ახორციელებდნენ. აკადემიკოსმა გამოსვლის დასასრულს იმედი გამოთქვა, რომ ნაშრომი ხელს შეუწყობს საქართველოს ხელისუფლების მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას და დაგმობას. ღონისძიების ბოლოს დამსწრეები აკურთხა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა სომეხთა გენოციდის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით პირველი აკადემიური წიგნის გამოცემას, ხაზი გაუსვა იმას, რომ გენოციდი დღესაც გრძელდება ეზიდების, ასირიელების და სხვა ერების მიმართ, ცივილიზებულ სამყაროს მოუწოდა თამამად შეხედონ სიმართლეს და ზოგირთი გარემოების მოტივით არ გადაუხვიონ სამართლიანობას. წინამძღვარმა ხაზი გაუსვა ასევე წიგნში თავდაცვითი ბრძოლების აღწერას, რომელთა შედეგად გადარჩენილი სომხების ნაწილი დასახლდა საქართველოში. წიგნი განკუთვნილია გენოციდის ისტორიის მკვლევარების, ისტორიკოსების, პოლიტიკოსებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის. |