1geo

fb you od

ვაფრქვევ მეხს, მოვიხმობ ცოცხლებს .... PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

asmunq 

ამ რუბრიკით ჩატარდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხატვრული კითხვის წრის ღია გაკვეთილი, რომელიც მიეძღვნა სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავს.

2015 წლ 12 მაისს, გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში წარმოდგენილ იქნა ლიტერატურულ-მუსიკალური მონტაჟი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ცამეტმა სომეხმა მოზარდმა, ემოციური დეკლამაციით. მათ აუდიტორიის წინაშე გადაშალეს წარსულის ტრაგედიის სურათი, რომელსაც შეეწირა მილიონნახევარი სომეხი. პედაგოგი, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრის მსახიობის სამველ ელბაკიანის, დაუღალავი და სკურპულოზური მუშაობის შედეგად, ბავშვებმა შეძლეს გამართული სიტყვით, გააზრებული ინტონაციით და დაუფარავი ღელვით დამსწრეებისთვის სომეხთა გენოციდის საშინელი დღეების, უდანაშულო ადამიანების - ბავშვების, ქალებისა და მოხუცების სასტიკი წამების სცენების, სომეხი ადამიანის ნათელი გონების განადგურებისკენ მიმართული თურქების პროგრამების და არაადამიანური ქმედებების წარმოდგენა.

ხსოვნის ღონისძიება მიმდინარეობდა აიდა ბეზოიანის მიერ სომხური კლასიკური მუსიკის ცოცხალი შესრულების ფონზე, რაც უფრო შთამბეჭდავს ხდიდა დეკლამატორებ სიტყვას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ეპარქიის სულიერი მსახურნი: მღვდელი ჰუსიკ ჰარუთიუნიანი და მღვდელი მანუკ ზეინალიანი, „ჰაიარტუნ“ ცენტრის თანამშრომლები, მშობლები და მასწავლებლები.

ღია გაკვეთილი შეაჯამა „ჰაიარტუნ" ცენტრის დირექტორმა ლევონ ჩიდილიანმა, მან მადლობა გადაუხადა პედაგოგს შესრულებული სამუშაოსთვის, ომლის შედეგი მხატვრული წრის აღსაზრდელთა მაღალი დონის დეკლამაციაა. ღია გაკვეთილი შემდგარად მიიჩნიეს და მაღალი შეფასება მისცეს მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა და სუსანა ხაჩატრიანმა, ხაზ გაუსვეს ღონისძიების რუბრიკის შესაბამისობას გაკვეთილის მიზანთან.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)