1geo

fb you od

საქართველოს სომხურმა სათვისტომომ აღნიშნა სომეხთა გენოციდის 100 წლისთავი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

100 

2015 წლის 24 აპრილს, საქართველოს სომხებმა, ისე როგორც მთელი მსოფლიოს სომხურმა სათვისტომოებმა, პატივი მიაგეს სომეხთა გენოციდის წმინდა მოწამეთა ხსოვნას.

ხალხი დილიდან თბილისის უძველეს ტაძარში მოდიოდა, რათა დასწრებოდა საღმრთო ლიტურგიას.

სომეხთა გენოციდის წმინდანად შერაცხული მოწამეების ხსენების საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იური ვარდანიანი, მეუღლესთან ერთად, საელჩოს დიპლომატები, მეუღლეებთან ერთად, საქართველოში ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ჰანს-იოაჰიმ კიდერლენი, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის სულიერი მოძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი მალხაზ გაფრინდაშვილი, სომეხი საზოგადო მოღვაწეები, სათემო სტრუქტურების ლიდერები და თბილისში მცხოვრები და რეგიონებიდან ჩამოსული სომხები. მთელი ეკლესია და მისი მიმდებარე ტერიტორია სავსე იყო ხალხით.

საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, მქადაგებელმა მღვდელმა ნარეკ ღუშჩიანმა დღის საიდუმლოს შესახებ ქადაგებაში მოიხსენია წინა დღეს მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში წმინდანად შერაცხული მოწამეები, წმინდანები, რომლებიც ცაში სომეხი ხალხის მფარველები იქნებიან. სულიერმა მამამ მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თავშესაფარი მისცეს გადარჩენილებს, მხარი დაუჭირეს სომეხი ხალხის აღორძინებას, ასევე იმ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებმაც აღიარეს და დაგმეს სომეხთა გენოციდი. მამა ნარეკმა მადლობა გადაუხადა მოძმე ეკლესიებს: რომაულ-კათოლიკურ, ევანგელურ-ლუთერანულ და ევანგელისტურ-ბაპტისტურ ეკლესიებს, რომლებმაც ამ დღეებში გაიზიარეს სომეხთა მწუხარება, მათი ლოცვით, ეკლესიის ზარებით და ხსენების საღმრთო ლირურგიაზე მათი დასწრებით. მღვდელმა ნარეკ ღუშჩიანმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს სომხობას, რომლებიც არ შეაშინა არც წვიმამ, არც ქარმა, არც მედიასაშუალებების შეტყობინებებმა და დღეს აქ ლოცულობს მათი წინაპრების ხსოვნისათვის.

საღმრთო ლიტურგიის შემდეგ დამსწრეებმა გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს ეკლესიის ეზოში აღმართული გენოციდის მსვერპლთა ხსოვნის ხაჩქარი, სასულიერო პირებმა საგალობლები შეასრულეს, მღვდელმა მანუკ ზეინალინმა კი შეასრულა ფსალმუნი "სასწაულმოქმედი ხალხი" .

შემდეგ ხალხი საპროტესტო ბანერებით, სომხეთისა და საქართველოს სახელმწიფო და სათემო დროშებით დაიძრა საქართველოში თურქეთის საელჩოსკენ, სადაც გაიმართა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. ხალხმრავალი იყო აქცია, მასში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის სომხური ორგანიზაციები, სხვა სათვისტომოების წარმომადგენლები, საქრთველოს სომხებით დასახლებული რეგიონებიდან ჩამოსული სომხები. აქციაში მონაწილეობდნენ ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც გმობდნენ სომეხთა გენოციდს, და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ შეუერთდნენ სომხებს, პატივი სცენ საქართველოს სომხური სათვისტომოს განცხადებას, აღიარონ და დაგმონ სომეხთა გენოციდი, მსგავსი სასტიკი დანაშაულების თავიდან აცილების მიზნით. აქცია, რომელიც მიმდინარეობდა სხვადასხვა - სომხურ, რუსულ, ქართულ, ინგლისურ, თურქულ და ეზიდურ ენებზე, იქცა მოსარჩელის უფლებით დაგმობის, აღიარების და კომპენსაციის მოწოდებად. წაკითხულ იქნა საპროტესტო ლექსები, შესრულდა პატრიოტული სიმღერები.

აღვნიშნოთ, რომ 24 აპრილს ხსოვნის საღმრთო ლიტურგიები აღევლინა, საპროტესტო აქციები და მიტინგები ჩატარდა საქართველოს სომხებით დასახლებულ ყველა ქალაქში, რაიონსა და სოფელში.

მშვიდობიანი საპროტესტო აქციები გაშუქდა საქართველოს მასმედიის ყველა საშუალებით. საქართველოს სომეხთა ეპარქია მადლობას უხდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 23 და 24 აპრილს ჩატარებიული ღონისძიებების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.

2015-04-24 13-03-36 2015-04-24 14-14-42 

IMGP0034 IMGP0439 IMGP0385 

DSC 1316 10672173 1117057814978186 5262380573599578175 n 

2015-04-24 15-58-49 DSC02739 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)