1geo

fb you od

თბილისში ყვავილებით შეამკეს ყოველთა სომეხთა პოეტის საფლავი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

H.Tumanyan 

19 თებერვალს, ყოველთა სომეხთა პოეტის - ოვანეს თუმანიანის, დაბადების დღეა. როგორც  ყოველ წელს, ამჯერადაც თბილისის სომხებმა, ვიზიტით სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა თბილისის პანთეონში, სიყვარული და პატივისცემა გამოუხატეს დიდ სახალხო მწერალს და ქედი მოიხარეს მისი ხსოვნის წინაშე. დიდი თუმანიანის საფლავთან საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი  ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით და სასულიერო დასის მონაწილეობით შესრულდა პანაშვიდი.  

ცერემონიის დასასრულს, სიტყვით გამოსვლისას,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა  ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა  ვაზგენ მირზახანიანმა მადლობა გადაუხადა     თბილისელ სომეხ ინტელიგენციას, ერის დიდებულთა  ხსოვნის პატივისცემისათვის. ეპარქიის ლიდერმა ხაზი გაუსვა ასევე თბილისის მერიის ზრუნვასა   და სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს მზრუნველობას ხოჯივანქის სომეხ დიდებულთა პანთეონის მიმართ.
პოეტმა, მთარგმნელმა ანაჰიტ ბოსტანჯიანმა ისაუბრა 10 წლის წინ, ცხონებული ლევონ ანანიანის მიერ, ოვანეს თუმანიანის დაბადების დღეს წიგნის ჩუქების ინიციატივით გამოსვლის შესახებ,  აღნიშნა, რომ ტრადიციად ქცეული ამ მოქმედების ერთგული, იგი  კვლავ დამსწრეებს ჩუქნის მის მიერ გამოცემულ წიგნებს  და წიგნებს პირადი ბიბლიოთეკიდან.   
გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა  ვან ბაიბურთიანმა სინანულით აღნიშნა, რომ  ახალგაზრდები მოსწყდნენ წიგნს და  კითხვას, მან მოუწოდა ახალგაზრდებს, რომ უყვარდეთ წიგნი, აქტიურად ჩაერთონ წიგნის ჩუქების ლამაზ ტრადიციაში და ის აქციონ საყოველთაოდ.    
 ოვანეს თუმანიანის ლექსების ლამაზი ანთოლოგიით და მშობლიური ენისადმი მიძღვნილი ლექსების დეკლამაციით გამოვიდნენ „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხატვრული კითხვის წრის აღსაზრდელები, მასწავლებელ სამველ ელბალკიანის ხელმძღვანელობით. თბილისის სომეხი ინტელიგენციის წარმომადგენლებმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის შემოქმედებითი წრეების აღსაზრდელებმა და მათმა მასწავლებლებმა   ყვავილებით შეამკეს სომეხ დიდებულთა საფლავები. 

DSC01756 DSC01760 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)