1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის თავმჯდომარესთან შეხვედრაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

FullSizeRender1 

2015 წლის 13 თებერვალს, საქართველოში გერმანიის ფედერაციის საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ორთვინ ჰენიგის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის თავმჯდომარესთან დოქტორ ნორმერტ ლამმერტთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს მართლმადიდებელი, რომაული კათოლიკე, გერმანული ლიუტერანული, ევანგელური ეკლესიების მაღალი რანგის სასულიერო პირები, ებრაული თემის რაბი და ეზიდთა თემის სულიერი ლიდერი.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი.

შეხვედრაზე გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარე დაინტერესდა საქართველოში რელიგიური ტოლერანტობის შესახებ. მაღალი რანგის სტუმარს ასევე აინტერესებდა ქრისტიანების, მუსულმანების და სხვა რელიგიური გაერთიანებების თემების თანამშრომლობა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ისტორიული მიმოხილვით, დამსწრეებს და მაღალი რანგის სტუმარს წარუდგინა სომეხთა ეკლესიის, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ისტორია, სომეხთა ეკლესიისა და საქართველოში მცხოვრები სომეხთათვის საჭირბოროტო საკითხები.

მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ხაზი გაუსვა ასევე იმას, რომ, მიუხედავად სხვადასხვა სირთულეებისა, საქართველოში გრძელდება რელიგიური თემების თანამშრომლობა, სახელმწიფოსთან თანამშრომლობით კი საქართველოს სომეხთა ეპარქია ელის მისი ისტორიული ეკლესიების დაბრუნების პრობლემის მოგვარებას.

დოქტორ ნორბერტ ლამერტი ეპარქიის წინამძღვრისაგან დაინტერესდა სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე სომხური და მუსულმანური თემების, სომხების და თურქების ურთიერთობების შესახებ. ბუნდესტაგის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მთელი ევროპისთვის ცნობილია 100 წლის წინ სომხების მიმართ განხორციელებული გენოციდის შესახებ, და დასძინა, რომ სომხურ სხვადასხვა სათვისტომოებში სხვადასხვა ღონისძიებებით პატივი უნდა მიაგონ ამ ტრაგიკული დანაკარგის მსხვერპლთა ხსოვნას და ევროპაში ყურადღებით თვალყურს ადევნებს სომხურ-თურქულ ურთიერთობებს.

მაღალი რანგის სტუმარს ასევე აინტერესებდა ის, თუ საქართველოს სომხური სათვისტომოს რომელ ნაწილს შეადგენს გენოციდს რისვაივაგლახით გადარჩენილ და საქართველოში გადმოსახლებულ სომეხთა რიცხვი.

მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მადლიერება გამოუხატა დოქტორ ნორბერტ ლამერტს სომეხი ხალხის დიდი მწუხარების მიმართ გამოჩენილი ინტერესისათვის და წარადგინა, რომ, მიუხედავათ ყველა ისტორიული მოვლენისა, საქართველოში სომხური თემი ჰარმონიაში ცხოვრობს ისლამურ თემთან, რა თქმა უნდა, არ ავიწყდება, ისტორიის სამართლიანობის მეხსიერება და მოსარჩელის მოთხოვნა. წინამძღვარმა აღნიშნა, რომ საქართველოს სომხური სათვისტომოს თითქმის ერთი მესამედი სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა შთამომავლებია და საქართველოს სომხობა სომეხთა გენოციდის 100 წლის აღნიშვნის ფარგლებში ორგანიზებას უწევს ღონისძიებებს და მსოფლიოში გაფანტულ სომხებთან ერთად ხმას აამაღლებს სამართლიანობისათვის.

ეპარქიის ლიდერმა ასევე კმაყოფილება გამოხატა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ყველა რელიგიური თემის მიმართ, ვინც ყოველთვის იზიარებს საქართველოს სომეხთა მწუხარებას და მხარში უდგება სომხურ სათვისტომოს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს შერეული ქორწინებების და მულტიკულტურული თანამშრომლობის სტატისტიკა საქართველოში.

საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს შეხვედრაში მონაწილეობისა და თბილი საუბრისთვის.